ყველის სალათი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

თეთრი ან შავი პური – 100 გრამი;
კვერცხი – 2 ცალი;
ყველი – 150-200 გრამი;
ნიორი – 2 კბილი;
მჟავე კიტრი – 2 ცალი;
მაიონეზი.

მომზადება: პური დავჭრათ კუბიკებად და შევბრაწოთ მცენარეულ ზეთში (შეიძლება გამოვიყენოთ მზა „სუხარიკები“). ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, მჟავე კიტრი გავთალოთ და დავჭრათ კუბიკებად. კვერცხი მოვხარშოთ და ჩავსრისოთ ჩანგლით. ნიორი დავჭყლიტოთ. ყველა ინგრედიენტი შევურიოთ და შევაზავოთ მაიონეზით.

 

 

Share on Facebook
Facebook
Share this...