ტყემლის საწებელი

ავიღოთ ორი წილი მწიფე ტყემალი და ერთი წილი ღოღნაშო. გავარჩიოთ, მოვაცილოთ ყუნწები, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. გავაცივოთ, გადავიტანოთ საწურზე და გავხეხოთ. დავამატოთ ხმელი ქინძი, კამა, ომბალო, ნიორი, წიწაკა, მარილი. ვადუღოთ, სანამ მზად არ იქნება. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავასხათ ბოთლებში ან ქილებში, მოვუკრათ თავი და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას.

საჭირო მასალა:

» ტყემალი _ 5 კილო

» ქინძი _ გემოვნებით

» კამა _ გემოვნებით

» ომბალო _ გემოვნებით

» ნიორი _ გემოვნებით

» წიწაკა _ გემოვნებით

» მარილი _ გემოვნებით