სოკოს ფლავი

სურსათი: ქამა ან დათვის სოკო 500 გრ.; ბრინჯი 500 გრ.; წყალი 2.5 ლ.; კარაქი 70 გრ.; პილპილი; ხახვი 100 გრ.; ძირა;

წვრილად დაკეპილი ხახვი კარგად მოხრაკეთ კარაქში ან ზეთში. ჩაუმატეთ თანაბრად დაჭრილი სოკო. მოშუშეთ დარბილებამდე. დაასხით წყალი და ჩაყარეთ ბრინჯი. დააფარეთ სახურავი და ხარშეთ 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეანელეთ პილპილით და ძირათი ან ქონდრის თესლით, მარილით.

….

წყარო: http://sokoebi.ge/kulinaria.php