მექსიკური ბლინები

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

100 გრ. პურის ფქვილი, მწიკვი მარილი, 1 ც. კვერცხი, 250 მგ. რძე, 10 გრ. კარაქი, ერბო ან, მარგარინი, ზეთი შესაწვწვად.

მომზადების წესი:

გაცერით ფქვილი, ჩაყარეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, შუაში გაუკეთეთ ჩაღრმავება, ჩაასხით რძე, კვერცხი და ურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან თხელ ცომს.

შეურიეთ გამდნარი ერბო. გაახურეთ ტაფა, დაასხით ცოტა ზეთი და კარგად გახურებულ ტაფაზე დაასხით ცომი ისე რომ, დაფაროს მხოლოდ ძირი. აცხვეთ რამდენიმე წამი შეწითლებამდე, გადმოაბრუნეთ და გამოაცხვეთ მეორე მხრიდანაც. მზა ბლინი გადადეთ თეფშზე და იგივე გაიმეორეთ მანამ, სანამ არ გამოიყენებთ ცომს სრულად.

ულუფის რაოდენობა: 4; მომზადების დრო: 35 წუთი

წყარო: http://www.restaurant.ge