კიბორჩხალას სალათა მარინადში ჩადებული ხილით

შემადგენლობა:

250გრ. კიბორჩხალის ხორცი,  100გრ. მაიონეზი,  2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 თავი წითელი ხახვი,  100გრ. მარინადში ჩადებული ხილი (ქლიავი, ალუბალი, ვაშლი), 50გრ. კორნიშონი, 2ც. მოხარშული კვერცხი, მარილი და შაქარი გემოვნებით.

მომზადება:

კიბორჩხალი ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად,  ხახვი გავფცქვნათ, გავყოთ ნახევრად და დავჭრათ მრგვალ მრგვალად. კორნიშონები დავჭრად წვრილად. მარინადში ჩადებულ ხილს მოვაცალოთ კურკები და დავჭრად საშუალო ნაჭრებად. შემდეგ ბოსტნეული და ხილი შევკაზმოთ მაიონეზით დავამატოთ მარილი და შაქარი გემოვნებით.  დავამატოთ კიბორჩხალის ხორცი და ზევიდან მოვასხათ ლიმონის წვენი.

….

წყარო: http://lenta.ge/?cat=16