კვერცხის სალათა

10 კვერცხი

1 ჩ/კ უცხო სუნელი

2 ცალი სტაფილო

2 ცალი ბოლოკი

1 კონა მწვანე სალათა

1 კონა კამა

1 კონა ოხრახუში

200 გ მაიონეზი

შავი პილპილი

მარილი გემოვნებით

მოხარშული კვერცხი დავჭრათ 4 ნაწილად.შევურიოთ გახეხილი სტაფილო , ბოლოკი, წვრილად დაჭრილი ხახვი, კამა , ოხრახუში, უცხო სუნელი, მარილი,მაიონეზი და კარგად ავურიოთ. ავიგოთ თეფში, დავაწყოთ სალათის ფოთლები, დავდოთ გამზადებული სალათა და ზემოდან მოვასხათ ბადისებირად მაიონეზი.

წყარო: http://icode.ge/category/კულინარია/