ინდაურის საცივი

1 ც ინდაური, 500 გრ ნიგოზი, 200 გრ თავი ხახვი, ნიორი, წიწაკა, იმერული ზაფრანა, ღვინის ძმარი, ქინძი, მარილი – გემოვნებით.

გარეცხილი, მომზადებული ინდაური ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, მოვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე, ამოვიღოთ ბულიონიდან და შევწვათ (იხ. წინა რეცეპტი).

ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, მარილი, ქინძი, ზაფრანა კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ბულიონით, დავამატოთ ღვინის ძმარი და ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში.

წვრილად დაჭრილი თავი ხახვი მოვათავსოთ ტაფაზე, დავამატოთ ბულიონის ცხიმი, ვშუშოთ 5-8 წუთის განმავლობაში და გადავიტანოთ მდუღარე საცივში.

შემწვარი, ცხელი ინდაური დავჭრათ, ნაჭრები ჩავალაგოთ შესაბამის ჭურჭელში, დავასხათ მდუღარე საცივი.

წყარო: http://www.mzareuli.com/