შემწვარი თართი ან ზუთხი პამიდვრის საწებლით

გასუფთავებული, გარეცხილი, ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი ან ზუთხი) ორვე მხრიდან შევწვათ ცხელ ტაფაზე მცენარეულ ზეთში.

პამიდორი გავხეხოთ სახეხზე, ჩავასხათ ქვაბში, დავუმატოთ მცენარეული ზეთი, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ შესქელებამდე. ხარშვის დასრულებისას დავუმატოთ დანაყილი ნიორი, წიწაკა და ძალიან წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

ხახვი დავჭრათ მრგვალად, მოვათავსოთ ზეთიან ტაფაზე და მოვშუშოთ. შემწვარი თევზი ლანგარზე დავალაგოთ, მოვასხათ მოშუშული ხახვი და ზემოდან პამიდვრის საწებელი.

მასალა:

თევზი (თართი ან ზუთხი) – 1 კილოგრამი

ხახვი – 3-4 თავი

პამიდორი – 1 კილოგრამი

მცენარეული ზეთი – 5 სუფრის კოვზი

ოხრახუში – 2 ძირი

წიწაკა და მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...