მოხარშული ცოცხალი (თევზი)

ცოცხალი თევზი გამოვშიგნოთ, მოვაშოროთ ლაყუჩები და გავრეცხოთ ცივ წყალში. შემდეგ დავჭრათ სამ-ოთხ ნაწილად; მომცრო თევზები დავტოვოთ მთელ-მთელი, მოვათავსოთ მარილითა და შაბით შეზავებულ მდუღარე წყალში და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან, გავშალოთ, მოვასხუროთ ცივი წყალი. შეგრილებისას მოვათავსოთ ლანგარზე და მოვუწყოთ ოხრახუშის ფოთლები.

მასალა:

ცოცხალი – 1 კილოგრამი

შაბი – 4-5 გრამი

ოხრახუში – 4-5 ძირი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/