მოხარშული თართი ან ზუთხი ძმრის საწებლით

გასუფთავებული, გარეცხილი თართის ან ზუთხის მთლიანი ნაჭერი ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ, გავაცივოთ, დავჭრათ მოგრძო, თხელ ნაჭრებად და დავალაგოთ ლანგარზე.

თევზის ბულიონს (თავისი სიმსუქნით) დავუმატოთ ძმარი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ავურიოთ და ლანგარზე დაწყობილ თევზს გადავასხათ. ზევიდან მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.

მასალა:

თევზი – 1 კილოგრამი

ხახვი – 2 თავი

ძმარი – 0,5 ჩაის ჭიქა

ბულიონი (თავისი სიმსუქნით) – 0,5 ჩაის ჭიქა

ქინძი – 5-6 ძირი

მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/