შემწვარი ბადრიჯნის ხიზილალა

მთელ-მთელი ბადრიჯანი შევწვათ ნაკვერჩხალზე ან ღუმელში. მოვაცალოთ კანი, დარჩენილი

რბილი ნაწილი დავკეპოთ კარგად; დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, წიწაკა ან

პილპილი, მარილი, ავურიოთ, მოვათავსოთ თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ წმინდად დაჭრილი

ქინძი, მოვასხათ მცენარეული ზეთი და ძმარი.

მ ა ს ა ლ ა: ბადრიჯანი – 500 გრ; ხახვი 2-3 თავი; ოხრახუში, რეჰანი 3-3 ძირი; ზეთი 3-4 სუფრის

კოვზი; ძმარი – 1 სუფრის კოვზი; მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

წყარო: http://www.populars.ge/category-7.html

Share on Facebook
Facebook
Share this...