ლოქო წვენით (3)

ლოქო გაასუფთავეთ, დაჭერით ნაჭრებად, გარეცხეთ, ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი, რომ თევზი დაიფაროს. დუღილის დროს მოხადეთ ქაფი, ჩაყარეთ მარილი, დაფნის ფოთოლი, დაჭრილი ქინძი, დაჭრილი ტყემლის ტყლაპი, პილპილი და ადუღეთ. როცა თევზი მოიხარშება და წვენი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოიღეთ.

მასალა:

ლოქო – 1 კილოგრამი

დაფნის ფოთოლი – 2-3 ცალი

ქინძი – 6-7 ძირი

პილპილი, ტყემლის ტყლაპი, მარილი – გემოვნებით

….

წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/kerdzebi/kerdzebi.htm

Share on Facebook
Facebook
Share this...