დოს შეჭამანდი (მეორენაირად)

ხახვი წვრილად დავკეპოთ და მოვშუშოთ კარაქში ან ერბოში. ახალი დო გავხსნათ იმდენივე რაოდენობის წყალში. როდესაც ადუღდება, ჩავამატოთ მანანის მურღული და კარგად ვურიოთ. შევკაზმოთ დაკეპილი ახალი ტარხუნით, კამით, ყვითელი ყვავილით (ზაფრანა). როდესაც მზად იქნება, შევაზავოთ რძეში გახსნილი კვერცხით.

მასალა:

ახალი დო – 500 გრამი

წყალი – 500 გრამი

მანანის მურღული – 30 გრამი

ხახვი – 2-3 თავი

კარაქი – 30 გრამი

რძე – 100 გრამი

კვერცხი – 2 ცალი

მწვანილი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...