ბადრიჯანი ცხვრის დუმით – შამფურზე

წვრილად დაჭრილ დუმას და დარჩეულ ნიორს მოვაყაროთ მარილი და ჩავდოთ ოდნავ ჩაჭრილ ბადრიჯანში, ავაგოთ შამფურზე და შევწვათ. როდესაც ბადრიჯანი მზად იქნება დავაწყოთ დიდ თეფშზე ან ლანგარზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი – მწვანილი და მოვასხათ ძმარი.

მასალა:

ბადრიჯანი – 1 კილოგრამი

ცხვრის დუმა – 200 გრამი

ნიორი – 3-4 კბილი

ხახვი – 2 თავი

ოხრახუში – 1 კონა

წყარო: http://www.mzareuli.com/

Share on Facebook
Facebook
Share this...