ახალი კარტოფილი კვერცხით

* 1 კგ კარტოფილი

* 2‐3 თავი ხახვი

* 100 გრ კარაქი

* 100 გრ რძე

* 5 კვერცხი

* 1‐1 კონა მწვანილი

* პილპილი

* მარილი გემოვნებით

მოხარშული ახალი კარტოფილი გავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვხრაკოთ წვრილად.

დაჭრილ, კარაქში მოშუშულ ხახვთან ერთად. შევაზაოთ კამით, ოხრახუშით, ტარხუნით. შემდეგ

მოვათავსოთ ტაფაზე, მოვასხათ რძეში გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ აირღუმელში.

გამზადების შემდეგ მოვასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

Share on Facebook
Facebook
Share this...