კრაბის სალათი

ინგრედიენტები:

1 პაკეტი კრაბების ჩხირები;
2 ცალი მოხარშული კვერცხი;
1 ქილა დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები;
1 ცალი კიტრი;
მაიონეზი, კამა, მარილი.

მომზადება:კვერცხი მოვხარშოთ და დავჭრათ წვრილად, კრაბის ჩხირები დავანაწილოთ, კიტრი გავფცქვნათ და დავჭრათ კუბიკებად. დაჭრილი ინგრედიენტები მოვათავსოთ სასალათეში, მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები, შევაზავოთ მაიონეზით და ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი კამა.