თართი ან ზუთხი ნიგვზით

გასუფთავებული, გარეცხილი თართი ან ზუთხი მარილწყალში მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, მერე გავაციოთ, ნაჭრებათ დავჭრათ და ლანრაგზე დავალაგოთ. ნიგოზი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ. ქინძი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ძმარი, დაკეპილი ხახვი გავხსნათ ადუღებულ წყალში, რომელშიც ნაწილობრივ არეული იქნება თევზის ბულიონი თავის სიმსუქნით. მომხადებულ საწებელში ჩავალაგოთ დაჭრილი თევზი, ზევიდან მოვასხათ გამოხდილი ზეთი.

მასალა:

თართი ან ზუთხი-1კგ

ნიგოზი-1 ჩაის ჭიქა

ქინძი-2 ძირი

ნიორი-2 კბილი

წყალი-1,5 ჩაის ჭიქა

თევზის წვენი-0,5 ჩაის ჭიქა

ხახვი-1 თავი

ძმარი, მარილი – გემოვნებით.