პიცა „მარგარიტა“

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

900 გრამი პომიდორი ან ტომატ–პასტა,
350-400 გრამი ყველი;
ზეითუნის ზეთი;
რეჰანი
მარილი.

მომზადება: დავჭრათ პომიდორი თხელ ნაჭრებად, გავაბრტყელოთ ცომი, გამოსაცხობ ტაფას წავუსვათ ზეითუნის ზეთი და გაბრტყელებული ცომი გადავიტანოთ, ზემოდან მოვაწყოთ დაჭრილი პომიდორი, კიდეებამდე დავტოვოთ 2 სმ. მოვასხათ ცოტა ზეითუნის ზეთი, და დავადოთ რეჰანის რამდენიმე ფოთოლი.

ტაფა მოვათავსოთ გახურებულ ღუმელში (240-260 გრადუსზე) 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ტაფა გამოვდგათ და თანაბარ ფენად მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ისევ შევდგათ ღუმელში, პიცა მზად იქნება, როცა ყველი თხევადი გახდება.