ხაჭოს პეროგი ქიშმიშით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

500 გრამი ხაჭო,
50 გრამი მანანის ბურღული,
100 მლ წყალი,
100 გრამი შაქარი,
3 კვერცხი,
100 გრამი ქიშმიში,
50 გრამი თხილი,
50 გრამი ნაღების კარაქი,
ვანილი,
30 გრამი ორცხობილა,
150 გრამი არაჟანი.

მომზადება:

ცხელ წყალში მოვხარშოთ მანანის ბურღული, დავამატოთ ვანილი. კვერცხის გული ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ ხაჭო, გაცივებული მოხარშული მანი, ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი ნაღების კარაქი, ქიშმიში, დაჭრილი თხილი (ან კაკალი). კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე და დავამატოთ მომზადებულ მასას.

ავიღოთ ფორმა, რომელშიც უნდა გამოვაცხოთ პუდინგი და წავუსვათ კარაქი მოვაყაროთ დაფქვილი ორცხობილა და ჩავასხათ პუდინგის მასა. ზემოდან წავუსვათ არაჟანი.

გამოვაცხოთ 160-1800–ზე, 30 წუთის გაანმავლობაში, გამოცხობის შემდეგ ფორმაშივე გავაცივოთ 10-15 წუთის მანძილზე და შემდეგ გადმოვიღოთ, დავჭრათ და სუფრაზე მივიტანოთ არაჟანთან, მურაბასთან ან ხილთან ერთად.