ბლინების ტორტი მარწყვით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

700 გრამი მარწყვი,
500 გრამი რძე,
400 გრამი შესქელებული რძე,
200 გრამი ნაღების კარაქი,
200 გრამი ფქვილი,
20 გრამი შაქარი,
2 გრამი სოდა,
2 კვერცხი,
მარილი.

მომზადება: შევურიოთ რძე, კვერცხი, სოდა, მარილი, შაქარი, ფქვილი. გავაკეთოთ ბლინების ცომი და გამოვაცხოთ ბლინები ორივე მხრიდან. ნაღების კარაქი ავთქვიფოთ ბლენდერით და შევურიოთ შესქელებული რძე. კარგად ავთქვიფოთ. მარწყვი დავჭრათ წვრილად. დავიწყოთ ტორტის გაკეთება: ავიღოთ 1 ბლინი, წავუსვათ კრემი, ზემოდან მოვაწყოთ დაჭრილი მარწყვი, დავაფაროთ მეორე ბლინი და ა.შ. ზემოდან ტორტი მოვრთოთ მთლიანი მარწყვებით.