შოკოლადისა და ყავის მუსი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

4 პორციისთვის საჭირო ინგრედიენტები:

100 გრამი შავი შოკოლადი,
100 გრამი რძიანი შოკოლადი,
60 მლ ყავა ესპრესო,
5 კვერცხის გული,
100 გრამი შაქარი,
125 გრამი ნაღები,
50 გრამი გახეხილი შოკოლადი მოსაყრელად.

მომზადება:

1. დავტეხოთ შოკოლადი და გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე, შევურიოთ ყავა ესპრესო და გავაცივოთ.
2. კვერცხის გულებს შევათქვიფოთ შაქარი. ათქვეფილ კვერცხს დავუმატოთ შოკოლადის მასა და კარგად ავურიოთ.
3. ნაღები კარგად გავთქვიფოთ და დავამატოთ მომზადებულ მასას.
4. კვერცხის ცილა 50 გრამ შაქართან ერთად ავთქვიფოთ გათეთრებამდე და ისიც შევურიოთ კრემს.
5. შოკოლადისა და ყავის მუსი ჩავასხათ ულუფებად მინის ჭურჭელში, ზემოდან მოვაყაოთ გახეხილი შოკოლადი.
6. მინის ჭურჭელს ზემოდან გადავაკრათ ცელოფანი და შევდგათ მაცივარში 3 საათი.

უგემრიელესი დესერტია!