კარამელისა და ბანანის დესერტი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები 4 პორცისათვის:

1 საშუალო ზომის, მწიფე ბანანი,
კარდამონი,
100 გრამი შაქარი,
300 გრამი ცხიმიანი რძე,
2 კვერცხი.

მომზადება:

1. ავიღოთ 2 სუფრის კოვზი წყალი, შევურიოთ 70 გრამი შაქარი, დავდგათ ცეცხლზე, სანამ შაქარი გადნება, შემდეგ ვადუღოთ ნელ ცეცხლზე, სანამ მსუბუქად არ შეყავისფრდება. მომზადებული კარამელი ჩავასხათ 4 ფორმაში.
2. კარდამონს შევურიოთ დარჩენილი 30 გრამი შაქარი და დავფქვათ. დაფქულ მასას დავასხათ რძე და შევათბოთ.
3. ბანანი გავფცქვნათ, დავჭყლიტოთ ჩანგლით, დავამატოთ რძე კარდამონით, ასევე დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი.
4. მომზადებული მასა ჩავასხათ ფორმებში, ფორმები დავდოთ ტაფაზე და ტაფაზე დავასხათ ადუღებული წყალი (ფორმებს შემოადგეს ნახევრამდე) და გამოვაცხოთ 1600 ცელსიუსზე 35 წუთის განმავლობაში.
5. ფორმები გადმოვაბრუნოთ თეფშზე.

დესერტი სუფრაზე მივიტანოთ ნაღებთან ერთად.

 

Share on Facebook
Facebook
Share this...