პუდინგი კენკრით

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

6 პორციისთვის საჭირო ინგრედიენტები:

4 სუფრის კოვზი წყალი,
150 გრამი შაქრის პუდრა,
500 გრამი სხვადასხვა კენკრა,
2 სუფრის კოვზი 30 %–იანი ნაღები,
გამომშრალი თეთრი პურის 24 თხელი ნაჭერი

მომზადება:

1. წყალი და შაქარი შევურიოთ და დავდგათ ნელ ცეცხლზე, ვადუღოთ 2 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ კენკრა და ნაღები.
2. ავიღოთ 6 ჩაის ჭიქა, პურისგან გამოვჭრათ რგოლები, ისე, რომ ჩაეტიოს ჭიქაში.
3. ჭიქას ჩავუფინოთ ცელოფანი და ფენა–ფენა ჩავალაგოთ პურის ნაჭრები და კენკრიანი მასა, ზემოდან დავადოთ პურის ნაჭერი და დავასხათ დარჩენილი წვენი. ზემოდან გადავაკრათ ცელოფანი.
4. ჭიქები შევდგათ მაცივარში.
5. დილით გადმოვიღოთ ჭიქიდან პუდინგი, მოვაცალოთ ცელოფანი და მივიტანოთ სუფრაზე.

არ არსებობს კენკრის პუდინგზე უგემრიელესი დესერტი, სასარგებლო, დაბალკალორიული და ისეთი გემრიელი, რომ თითებს ჩაიკვნეტ.