საზაფხულო კალათები

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

200 გრამი ხაჭო,
ოხრახუში – 10 გრამი,
კამა – 10 გრამი,
მაიონეზი – 60 გრამი,
1 კბილი ნიორი,
მწიფე პომიდორი – 200 გრამი.

მომზადება: რეცეპტი მარტივია და ძალიან სწრაფად მზადდება, დაბალკალორიულია და სასარგებლოა. ხაჭოს დავამატოთ მაიონეზი (შეიძლება შევცვალოთ ნაღებით, ან არაჟნით), ასევე დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

პომიდორი დავჭრათ 1 სმ სისქის რგოლებად, მოვაყაროთ ცოტა მარილი და ზემოდან წავუცხოთ მომზადებული ხაჭოიანი მასა. გავაფორმოთ ოხრახუშის ფოთლებით.