ომლეტის რულეტი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

ქათმის მკერდი,
100 გრამი პომიდორი,
1 თავი ხახვი,
4 კბილი ნიორი,
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი,
4 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ქინძი,
2 სუფრის კოვზი თაფლი,
2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი, 100 მლ ბოსტნეულის ბულიონი, შავი წიწაკა, მარილი.

მომზადება:

1. კვერცხი ავთქვიფოთ და დავამატოთ დაჭრილი მწვანე ხახვი.
2. გახურებულ, ზეთიან ტაფაზე დავასხათ ათქვეფილი კვერცხის 1/12 , გამოვაცხოთ, როგორც ბლინი, როცა ომლეტის კიდეები ოქროსფერი გახდება, გადავაბრუნოთ. გავაკეთოთ 12 პორცია.
3. დიდ ტაფაში გავათბოთ ბულიონი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი და ვშუშოთ, დრო და დრო მოვურიოთ.
4. პომიდორი დავჭრათ კუბიკებად.
5. ქათმის მოხარშული ხორცი გავატაროთ და დავუმატოთ ბულიონს და ვადუღოთ კიდევ 8 წუთი, სულ ვურიოთ.
6. ბულიონს დავუმატოთ თაფლი, სოიოს სოუსი, დაჭრილი პომიდორი, შევაზავოთ მარილით და წიწაკით და ვშუშოთ ნელ ცეცხლზე, სანამ წვენი არ ამოშრება. ბოლოს დავამატოთ დაჭრილი ქინძი.
7. ჩავდოთ გულსართი ომლეტში და გადავახვიოთ.