ბორშჩი

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

1 კგ ძროხის მკერდის ნაწილი,
3 ლიტრი წყალი (ბულიონი აუცილებლად უნდა იხარშოს ნელ ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში),
1 საშუალო ზომის სტაფილო,
2 საშალო ზომის კარტოფილი,
ორი თავი ხავი, ორი ცალი ბულგარული წიწაკა,
300-350 გრამი კომბოსტო,
3 სასუალო ზომის პომიდორი,
ორი პატარა ზომის ჭარხალი,
2-3 კბილი ნიორი,
მარილი, წიწაკა, ლიმონის წვენი, მწვანილი.

მომზადება ავიღოთ 3 მწიფე პომიდორი, დავასხათ ცხელი წყალი და კანი მოვაშოროთ, დავჭრათ, ჩავასხათ ქვაბში და დავუმათოთ ერთი სუფრის კოვზი ტომატ–პასტა. დავდგათ ნელ ცეცხლზე. შემდეგ ავიღოთ ჭარხალი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და დავამატოთ პომიდორს. დავამატოთ ხორცის ბულიონი (ძროხის მკერდის ნახარში), 2 საწვნე, დავახუროთ სახურავი და ნელ ცეცხლზე მოვხარშოთ.

ძროხის მკერდის ნაჭერი ვხარშოთ 2 საათის განმავლობაში, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, რამდენიმე ხნის მერე დაჭრილი კარტოფილი, შემდეგ დაჭრილი ხახვი და ბულგარული წიწაკა, ბოლოს დაჭრილი კომბოსტო, ხარშვის დამთავრებამდე 5-7 წუთით ადრე.

ჭარხალს კიდევ დავამატოთ ერთი საწვნე ბულიონი. ნიორი დავჭრათ წვრილად და ჩავუშვათ ჭარხლიან მასაში, ასევე დავამატოთ ლიმონის წვენიც. ჭარხალს ვამატებთ ძირითდ ქვაბს კომბოსტოს ჩაშვებიდან 5-7 წუთის შემდეგ. კიდევ ერთი–ორი წუთიც და ბორშს დავუმატოთ მწვანილი (ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიახური) და მარილი.

ბორში მაგიდაზე მივიტანოთ არაჟანთან ერთად.