ქათმის ფილე ლიმონის წვენში

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

1. ავიღოთ ფათმის ფილე, დავჭრათ თანაბარ ნაჭრებად და დავაყართ მარილი და წიწაკა და დავასხათ ღვინო, გავაჩეროთ ნახევარი საათის განმავლობაში.
2. ახლა მოვამზადოთ სოუსი: ნახევარი ლიმონის წვენი + 2 ჩაის კოვზი ძმარი + ცოტა შაქარი + მარილი.
3. ავიღოთ 1 კვერცხი, 4 ჩაის კოვზი სახამებელი, ცოტა წყალი. მომზადდება შესქელებული მასა, რომელშიც უნდა ამოვავლოთ ქათმის ფილე.
4. ზეთიან ტაფაზე შევწვათ ფილე ორივე მხრიდან, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება.
5. შემწვარ ფილეს მოვასხათ ლიმონის წვენიანი სოუსი.