სალათი „ანანასი“

გადასვლა ,,კულინარიის” მთავარ გვერდზე

ინგრედიენტები:

0,5 კგ ქათმის მკერდი;
300 გრამი სოკო (შამპინიონები);
1 ქილა სატაცურის მარინადი;
1 ქილა ანანასის კონსერვი;
4 კვერცხი;
200 გრამი მაიონეზი;
1 ჭიქა ნიგოზი.

მომზადება: ქათმის ხორცი მოვხარშოთ და დავჭრათ კუბკებად, სოკო გავრეცხოთ და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში, კვერცხი მოვხარშოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ანანასი და სატაცური გადავწუროთ და დავჭრათ წვრილად. გავაკეთოთ სალათი ფენებად, ყოველ ფენას მოვაყაროთ მარილი და წავუსვათ მაიონეზი.

1 ფენა: ჩაშუშულ სოკო,
2 ფენა: ანანასი;
3 ფენა: ქათმის ხორცი;
4 ფენა: სატაცური;
5 ფენა: კვერცხი;
6 ფენა: ნიგოზი;

გემრიელად მიირთვით.