გემრიელი სალათი

ინგრედიენტები:

2-3 ცალი კარტოფილი;
3 ცალი კვერცხი;
150 გრამი ძეხვი (სერველადი);
ნიორი;
მაიონეზი.

მომზადება: მოვხარშოთ კარტოფილი და კვერცხი და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად (გნებავთ კუბიკებად), დავჭრათ ძეხვიც, ჩავყაროთ სასალათეში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, შავი წიწაკა და მაიონეზი, ფრთხილად ავურიოთ, ზემოდან შეიძლება გავაფორმოთ მჟავე კიტრის ნაჭრებით.