ლულა ქაბაბი

ცხვრის ხორცი რბილი ნაჭერი, დუმა, ხახვი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, კოწახურით, გათქვეფილი კვერცხით და ხელით კარგად ავურიოთ. დავყოთ ნაწილებად, დავამრგვალოთ, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. როცა შეიწვება, ფრთხილად მოვაცილოთ შამფურიდან, სათითაოდ შევახვიოთ ლავაშში და დავალაგოთ თეფშზე. ცალკე მივიტანოთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური. შეგვიძლია შემწვარი ლულაქაბაბი ლავაშში არ გავახვიოთ, დავაწყოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური, ან ეს უკანასკნელი ცალკე მივიტანოთ.

საჭირო მასალა:

» ცხვრის ხორცი _ 1 კილო

» ცხვრის დუმა _ 100 გრამი

» ხახვი _ 2 თავი

» კვერცხი _ 2 ცალი

» კოწახური _ გემოვნებით

» მარილი _ გემოვნებით

» პილპილი _ გემოვნებით

…..

წყარო: http://gigol.net/?cat=4