არჯაკელის სუპი

გავრეცხოთ და ჩავყაროთ მდუღარეწყლიან ქვაბში. ხახვი დავკეპოთ, მოვშუშოთ ერბოში და მოვათავსოთ აღნიშნულ წვენში. შევაზავოთ კარგად დანაყილი ნიგვზით, მარილით, ქინძით. როცა სუპი მზად იქნება, ცეცხლიდან გადმოვდგათ და თანდათანობით ვურიოთ შიგ კარგად გათქვეფილი კვერცხი.

მასალა:

არჯაკელი (დაურჩეველი) – 500 გრამი

ხახვი – 3-4 თავი

ერბო – 3 სუფრის კოვზი

ნიგოზი – 0,5 ჩაის ჭიქა

კვერცხი – 2 ცალი

წყალი – 8 ჩაის ჭიქა

ქინძი, მარილი – გემოვნებით

წყარო: http://www.mzareuli.com/