ბადრიჯანი ყველით

ინგრედიენტები:

2 ცალი ბადრიჯანი;
100 გრამი რბილი ყველი;
მარილი, ზეითუნის ზეთი.

მომზადება:

1. ბადრიჯანი დავჭრათ რაც შეიძლება თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 10-15 წუთი, შემდეგ შევბრაწოთ ზეითუნის ზეთში ორივე მხრიდან.
2. ბადრიჯნის თითოეულ ნაჭერს დავადოთ თითო ნაჭერი ყველი, გადავახვიოთ და დავამაგროთ ჩხირით. გამოვაცხოთ 3-4 წუთი.
სუფრაზე შეიძლება მივიტანოთ ჩაშუშულ პომიდორთან ერთად.