ტოლმა ვაზის ფოთოლში
1. გავაკეთოთ ხორცის ფარში, უმჯობესია ავოღოთ შერეული ძროხის და ღორის ხორცი (ნახევარი/ნახევარზე), გავატაროთ ხახვთან და მწვანილთან ერთად. დავამატოთ მარილი, წიწაკა და გარეცხილი ბრინჯი. 2. მომზადებული ფარში გავახვიოთ ვაზის ფოთოლში და ცავალაგოთ ქვაბში. 3. 2 ლიტრ წყალს დავამატოთ 2 სუფრის კოვზი ტომატ–პასტა, მარილი და მომზადებული მასა დავასხათ ტოლმას. ზემოდან დავაფაროთ თეფში, რომ ხარშვის დროს არ ამოტივტივდნენ.