ყველის ხინკალი 599 06 91 51 გამოიძახეთ საოცრება
ყველის ხინკალი , ნადუღის ხინკალი და ხინკლის ნებისმიერი სახეობა გამოძახებით 599 06 91 51 ყველის ხინკალი ამ რეცეპტიდან გამოდის 12–15 ცალი ხინკალი. ყველის ხინკალი – ინგრედიენტები 3 ჭიქა ფქვილი 2 ჩ/კ მარილი 1 ცალი ათქვეფილი კვერცხი 11⁄2 ჭიქა წყალი 200 გრამი დაფშვნილი ყველი 4 ს/კ დარბილებული კარაქი ყველის ხინკალი – მომზადების საფეხურები 1 დიდ თასში აურიეთ ფქვილი და მარილი. ფქვილის შუაგულში გააკეთეთ ჩაღრმავება და მოათავსეთ კვერცხი და 1 ჭიქა წყალი. წყალი და კვერცხი ფქვილში ჩანგლით შეურიეთ. საჭიროებისამებრ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი რბილი ცომის მისაღებად. ცომი ფქვილ მოყრილ ზედაპირზე გადმოიტანეთ და ზილეთ, სანამ გლუვი და ელასტიკური არ გახდება, დაახლოებით 5–6 წუთით. დააფარეთ და გადადგით სულ მცირე 20 წუთით. 2 შიგთავსის გასაკეთებლად: 200 გრ დაფშვნილ ან გახეხილ ყველში კარგად შეურიეთ 4 ს/კ დარბილებული კარაქი. 3 ცომი ორ ნაწილად გაყავით. გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი დაახლოებით ½ სმ სისქეზე. დიდი ჭიქით ცომისაგან გამოჭერით მრგვალი ფორმები. თითოეული ფორმა კარგად გააბრტყელეთ. მოაყარეთ ფქვილი და გადადეთ. 4 ყველის შიგთავსი კოვზით გაბრტყელებული მრგვალი ფორმის შუაში მოათავსეთ. შეკარით ხინკლის თავი ისე, რომ ხარშვისას არ გაიხსნას. გაიმეორეთ, დარჩენილი ცომისა და შიგთავსის შემთხვევაშიც. 5 დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და აადუღეთ. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ხინკალი და ხარშეთ დაახლოებით 15–20 წუთით. 6 როცა ზემოთ ამოტივტივდება უკვე მოხარშულია. ქაფქირით თეფშზე ამოიღეთ. მოაყარეთ შავი პილპილი და მიირთვით ცხელი. ხინკლის გვერდები ქართულ