პროექტი „ქართული რესტორნები მსოფლიოში, ქართული კერძები და სასმელები “

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებულ რესტორნებს ფუნციონირებაში; გაუკეთოს რეკლამა - უპირველესად, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსა და საქართველოსთან დაკავშირებულ პირთა შორის; მიაწოდოს მათთვის საინტერესო ინფორმაციები; ხელი შეუწყოს სარესტორნო საქონლის მომგებიან შესყიდვებში საქართველოდან

ქართული რესტორნები

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

Read More

ქართული კერძები და ღვინოები

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

Read More

სერვისები და შეთავაზებები

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება

Read More

შემწვარი კალმახი ბროწეულის წვენით

ახალი, წითელწინწკლებიანი კალმახი გავასუფთავოთ, მოვაშოროთ ლაყუჩები, გავრეცხოთ ცივ წყალში, გავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი. მუცელი ამოვუვსოთ უმი კვერცხით, კარაქით, კანგაცლილი, თხლად დაჭრილი ლიმონით და ახალი ტარხუნის ნაზავით. მუცელი დავუხუროთ, ზევიდან წავუსვათ არაჟანი და დავდოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე. როდესაც ორივე მხრიდან შეიწვება, მოვათავსოთ ლანგარზე და დავამშვენოთ ოხრახუშის ფოთლებით. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ ბროწეულის წვენი – შეზავებული ახალი ქინძითა

Read More

ლოქო წვენით

ლოქო გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ თევზი დაიფაროს. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ მარილი, დაფნის ფოთოლი, დაჭრილი ქინძი, დაჭრილი ტყემლის ტყლაპი, პილპილი და ვადუღოთ. როცა თევზი მოიხარშება და წვენი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოვიღოთ. მასალა: ლოქო – 1 კილოგრამი დაფნის ფოთოლი – 2-3 ცალი ქინძი – 6-7 ძირი პილპილი, ტყემლის ტყლაპი, მარილი

Read More

მოხარშული ლოქო ქინძით და ძმრით

ლოქო მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით და დავაწყოთ თეფშზე. რამოდენიმე ძირი ქინძი დავჭრათ, ავურიოთ ძმარში და გადავასხათ მოხარშულ ლოქოს. მოხარშული ლოქო და ქინძნარევი ძმარი მაგიდაზე შეგვიძლია მივიტანოთ ცალ-ცალკე. … წყარო: http://www.mzareuli.com/

მარილიანი ტარანი ახალი ტყემლის საწებლით

მარილიანი ტარანი გავრეცხოთ ცივი წყლით და 2-3 საათით დავალბოთ ცივ წყალში. შემდეგ ისევ გავრეცხოთ კარგად, შევახვიოთ სუფთა, სქელ ქაღალდში, შევწვათ ცხელ ღუმელში. როდესაც მზად იქნება გამოვიღოთ, მოვაცილოთ ქაღალდი, გავფცქვნათ, შიგნეულთან ერთად მოვაშოროთ ხერხემლის ძვალი და ამგვარად მომზადებული მივიტანოთ სუფრაზე. ცალკე ჭურჭლით მივიტანოთ ახალი ტყემლის საწებელი, რომელიც ასეთნაირად მოვამზადოთ: ახალი ტყემალი მოვხარშოთ, გავატაროთ საცერში, შევაზავოთ დანაყილი

Read More

ნიგვზით და ბროწეულით გატენილი წვერა

წვერა გავწმინდოთ, გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი და გავაჩეროთ ნახევარი საათი. დანაყილი ნიგოზი, მარილი, წიწაკა, მიხაკი, დარიჩინი, დამარცვლილი ბროწეული, დაჭრილი ხახვი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ამ მასალით თითოეულ წვერას გამოვუტენოთ მუცლის ღრუ, ამოვავლოთ პურის ფქვილში და ორივე მხრიდან შევწვათ ერბოში, ან ზეთში. მასალა: წვერა – 1 კილოგრამი ერბო ან ზეთი – 3-4 სუფრის კოვზი დანაყილი ნიგოზი – 1

Read More

შემწვარი და ჩახოხბილი ორაგული

ორაგული გავწმინდოთ, გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი, დავჭრათ ნაჭრებად და შევწვათ. ძმარში ავურიოთ დაკეპილი ხახვი და ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ, მერე ჩავაწყოთ შიგ შემწვარი ორაგული და წამოვადუღოთ. … წყარო: http://www.mzareuli.com/

შემწვარი ან მოხარშული ქამბალა საწებლით

ქამბალა ერთი-ორი საათით დავალბოთ თბილ წყალში, მოვაშოროთ ქაცვი, გადავაძროთ კანი, დავჭრათ ნაჭრებად და მოვხარშოთ მარილწყალში ან შევწვათ ზეთში, ორივე მხრიდან. ნიგოზი, მარილი, ნიორი, წიწაკა, ქინძი ერთად კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ადუღებულ ცივ წყალში, დავუმატოთ ძმარი და ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. თევზი დავაწყოთ ლანგარზე და ზემოდან გადავასხათ მომზადებული საწებელი. მასალა: ქამბალა – 1 კილოგრამი ზეთი – 2-3

Read More

თევზის ბასთურმა

გასუფთავებული, გარეცხილი, ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი, ზუთხი, ორაგული) მოვათავსოთ ფაიფურის ან მომინანწრებულ ჭურჭელში, დავაყაროთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, თხელ ნაჭრებად დაჭრილი ლიმონი და ავურიოთ. მერე დავახუროთ ჭურჭელს სახურავი და დავდგათ გრილ ალაგას რამოდენიმე საათით, ან შეიძლება 1 დღე-ღამე. ასეთი სახით გამზადებული თევზი წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერცხალზე. შემწვარი თევზი სუფრაზე მივიტანოთ შამფურით, თან

Read More

თევზის ბუღლამა

გასუფთავებული, გარეცხილი და ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი, ზუთხი, თორუჯი) ერთ ფენად მოვათავსოთ ქვაბში, მოვასხათ ზეთი, დავახუროთ ქვაბს სახურავი და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. მასალა: თევზი – 1 კილოგრამი პამიდორი – 1 კილოგრამი ხახვი – 4-5 თავი ქინძი – 5-6 ძირი დაფნის ფოთოლი – 2-3 ცალი ზეთი – 1 ჩაის ჭიქა მარილი, პილპილი – გემოვნებით

Read More

შემწვარი კეფალი ნიგვზის საწებლით

ნედლ თევზს მოვაცილოთ ქერცლი, გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ; მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ფქვილში ან დანაყილ ორცხობილაში და მაშინვე დავდოთ გაცხელებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან. შემწვარი თევზი დავალაგოთ ლანგარზე. დავნაყოთ ნიგოზი, მწვანილი, მარილი, წიწაკა. ეს ყველაფერი გავხსნათ ძმარგარეულ წყალში და მოვასხათ შემწვარ თევზს. სუფრაზე შეიძლება თევზი ცალკე მივიტანოთ და საწებელი ცალკე.

Read More