პროექტი „ქართული რესტორნები მსოფლიოში, ქართული კერძები და სასმელები “

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებულ რესტორნებს ფუნციონირებაში; გაუკეთოს რეკლამა - უპირველესად, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებსა და საქართველოსთან დაკავშირებულ პირთა შორის; მიაწოდოს მათთვის საინტერესო ინფორმაციები; ხელი შეუწყოს სარესტორნო საქონლის მომგებიან შესყიდვებში საქართველოდან

ქართული რესტორნები

საიტის ამ განყოფილებაში თავს ვუყრით ინფორმაციას ქართული რესტორნების, მათი კერძებისა და ღვინოების შესახებ. ინფორმაცია მზადდება შესაბამისი ქვეყნის ინგლისურ და ქართულ ენებზე. თუკი გაქვთ რესტორანი შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაციები.

Read More

ქართული კერძები და ღვინოები

პოპულარული ქართული საჭმელები განხილულია ქართულ ღვინოებთან, ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებთან მიმართებაში, რათა რესტორნებსა თუ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია - რომელ საჭმელს რომელი სასმელი უხდება.

Read More

სერვისები და შეთავაზებები

საიტის ეს ნაწილი, ფაქტიურად უცხოეთში და საქართველოში არსებული რესტორნებისათვის შეთავაზებების (განცხადებების) დაფაა. გარკვეული კონტროლის შემდეგ, ნებისმიერ ქართველ მეწარმეს შეუძლია აქ განცხადების გამოქვეყნება

Read More

ისპანახის გულსართი

2 კგ ისპანახი, 2 თავი ხახვი, 1 კონა ქინძი, 100 გრ ზეთი, წითელი წიწაკა, მარილი-გემოვნებით. ისპანახი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გადავიტანოთ თუშფალანგზე. როცა გაცივდება, ხელით გავწუროთ, წვრილად დავკეპოთ დანით. მოვშუშოთ ზეთში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად, დავამატოთ ქინძი, შევაზავოთ მარილითა და წითელი წიწაკით. … წყარო: http://www.mzareuli.com/

სტაფილოს ფხალი

1 კგ უმი სტაფილო გავხეხოთ,გავწუროთ და დაუმატოთ სუნელები: ყვითელი ყვავილი, ქინძი, უცხო სუნელი, ნიორი, ცოცხალი ქინძი,მარილი,ვისაც უყვარს მწარე დაამატოს წიწაკა , ნიგოზი და ბოლოს მოვასხათ მაიონეზი.ეს ყველაფერი აურიოთ კარგად . სუფრაზე მიტანისას მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ისპანახი ნიგვზით

ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავახუროთ სახურავი და მოვხარშოთ. გადავიტანოთ საწურზე, გავაციოთ და მერე ხელით კარგად გავწუროთ. დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ქინძის თესლი, წიწაკა, მარილი, გავხსნათ ძმარში და დავასხათ ცოტა ისპანახის წვენი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიახური და ყველაფერი ეს ავურიოთ დაკეპილ ისპანახში. ძმრის მაგივრად შეიძლება ვიხმაროთ ბროწეულის წვენი. მასალა: ისპანახი

Read More

ჭარხლის ფოთლის ფხალი

გარჩეული, გარეცხილი ჭარხლის ფოთოლი ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ ცოტა ადუღებული წყალი, ქვაბს სახურავი დავახუროთ, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა მოიხარშება და შეგრილდება, კარგად გავწუროთ. დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძის თესლი, სუნელი, მარილი, გავხსნათ ძმარში, რომელსაც დამატებული ექნება ჭარხლის ფოთლის წვენი. დავაყაროთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიახური. აღნიშნული მასალა მოვასხათ გაწურულ და დაკეპილ ჭარხლის ფოთოლს,

Read More

ეკალა ტყემლით

ეკალა გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ. მოხარშული ეკალა ამოვიღოთ ქვაბიდან, მოვათავსოთ ცივ-წყლიან ჭურჭელში (წყალი ეკალას უნდა ფარავდეს) და გავაჩეროთ შიგ 40-60 წუთი. შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და კარგად გავწუროთ. ტყემალი მოვხარშოთ გადავიტანოთ საწურზე წვენიანად და გავხეხოთ. შემდეგ ავურიოთ შიგ დანაყილი ქინძი, კამა, ომბალო, ნიორი, წიწაკა, მარილი, შევურიოთ გაწურულ ეკალას, გადავიტანოთ ლანგარზე, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა

Read More

ეკალა ნიგვზით

ეკალა გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ადუღებულ-წყლიან ქვაბში, მოვხარშოთ, გადავიტანოთ საწურზე, დავასხათ ზედ ცივი წყალი ისე, რომ მას კარგად ფარავდეს. გავაჩეროთ 40 წუთი. ხელით გავწუროთ. დანაყილი ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი, ომბალო, ძმარი, მარილი, ავურიოთ მოხარშულ ეკალაში, დავდოთ თეფშზე და მოვაყაროთ დაჭრილი კამა. მასალა: ეკალა – 1 კილოგრამი ნიგოზი – 1,5 ჩაის ჭიქა ნიორი – 2-3

Read More

ჭინჭარი ნიგვზით

გადარჩეული, გარეცხილი ჭინჭარი მოვხარშოთ, გადავიტანოთ თუშფალანგზე, რომწყლიდან დაიწრიტოს. ნიგოზი და მარილი კარგად დავნაყოთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ავურიოთ მოხარშულ ჭინჭარში.

სატაცური ნიგვზით

სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, წყალში გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილწყალში. შემდეგ ხელით გავწუროთ. ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში და ავურიოთ სატაცურში. მასალა: სატაცური – 1 კილოგრამი ნიგოზი – 1,5 ჩაის ჭიქა ნიორი – 2-3 კბილი ქინძი – 3-4 ძირი მარილი, წიწაკა, ძმარი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/

ბალბა

გასუფთავებული ბალბა კარგად გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ. ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და მოვხარშოთ. წყალი გადავწუროთ, ბალბაში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, კამა, შავი პილპილი ან წიწაკა და მარილი. ზემოდან მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები. მასალა: ბალბა – 1 კილოგრამი ხახვი – 200 გრამი მწვანილი – 4-4 ძირი ბროწეული – 1 ცალი მარილი, პილპილი – გემოვნებით … წყარო:

Read More

ბალბა ნიგვზით

ბალბა გავარჩიოთ, გავრეცხოთ და მოვხარშოთ. ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ქინძი კარგად დავნაყოთ. გავხსნათ ბალბის წვენში და ავურიოთ შიგ დაკეპილი ბალბა. მასალა: ბალბა – 1 კილოგრამი ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა ნიორი – 1-2 კბილი ქინძი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/