Category Archives: კატეგორიის გარეშე

ახალი თეთრი სოკო ნიგვზით

ახალი, თეთრი სოკო გავარჩიოთ, გავრეცხოთ ცივ წყალში, მოვაყაროთ მარილი, დავალაგოთ ტაფაზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. როდესაც საკმარისად შეიწვება, ისე, რომ სოკო ოდნავ შეწითლდება, გამოვიღოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვათავსოთ ღრმა, ფართო ჭურჭელში. შემდეგ დავაყაროთ წმინდად დაკეპილი ხახვი ან მწვანე ხახვი, ქინძი, კამა, ოხრახუში და წმინდად დანაყილი ნიგოზი. დავასხათ სოკოს შეწვის დროს მიღებული წვენი – არეული

Read More

ახალი ქამა სოკო იმერულად

ახალი, ქორფა ქამა სოკო გავარჩიოთ, მოვაცილოთ უვარგისი ნაწილები, მოვაჭრათ ძჳრები, გავრეცხოთ ცივ წყალში, დავჭრათ, მოვათავსოთ ტაფაზე და მოვშუშოთ კარაქში (ძლიერ ცეცხლზე). თავის წვენს რომ შეიშრობს, ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი. როდესაც კარგად მოიხრაკება, შევანელოთ მარილით, დაფქვილი შავი პილპილით, დაკეპილი ახალი ქინძით, კამით ოხრახუშით. ბოლოს ჩავუმატოთ წმინდად დანაყილი ნიგოზი, კარგად ავურიოთ და გადავიტანოთ ლანგარზე, ზემოდან

Read More

ახალი თეთრი სოკო კვერცხით

ქორფა, თეთრი სოკო გავარჩიოთ სუფთად, მოვაჭრათ ძირები, თითოეული დავჭრათ, მოვშუშჴთ ძლიერ ცეცხლზე, კარაქში. ჩავამატოთ ცალკე კარაქში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, შევაზავოთ დაკეპილი ახალი ქინძით, კამით, ოხრახუშით, შავი პილპილით, მარილით. როცა მზად იქნება, ზემოდან გადავასხათ გათქვეფილი კვერცხი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მასალა: სოკო – 500 გრამი კარაქი – 50 გრამი კვერცხი – 2 ცალი ხახვი – 2-3

Read More

ახალი კარტოფილი კვერცხით

ახალი კარტოფილი გავრეცხოთ და დავადგათ მოსახარშად. როცა მოიხარშება, გადავწუროთ, გავფცქვნათ, დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილ, კარაქში მოშუშულ ხახვთან ერთად. მოვაყაროთ შავი პილპილი, შევაზავოთ და მოვათავსოთ ტაფაზე, ზემოდან გადავასხათ რძესთან ერთად კარგად გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როდესაც მზად იქნება, ზემოდან გადავასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ახალი კამა. მასალა: კარტოფილი – 500

Read More

ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხით

ყვავილოვან კომბოსტოს მოვაცალოთ მწვანე ფოთლები, მოვაჭრათ ბოლოები, შემდეგ დავშალოთ პატარ-პატარა ნაწილებად, გავრეცხოთ ცივ წყალში და მოვხარშოთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. ამოვალაგოთ საცერზე, რომ დაიწრიტოს. კარაქში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კომბოსტოს მოვასხათ. ჩავუმატოთ წმინდად დაკეპილი ახალი ქინძი, კამა, ოხრახუში, შევანელოთ დაფქული შავი პილპილით და ყვითელი ყვავილით. ავურიოთ ერთმანეთში ისე, რომ კომბოსტო არ დაიმტვრეს. შემდეგ დავახუროთ

Read More

შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით

500 გრ ბადრიჯანი, 1-2 თავი ხახვი, 1/2 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 1-2 კბილი ნიორი, 1/2 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, 1/2 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი, 1/2 ჩაის კოვზი ზაფრანა, ქინძი, ოხრახუში, კამა, ღვინის ძმარი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. მთელ-მთელი ბადრიჯანი გავრეცხოთ, შევწვათ ქურაში უცხიმოდ. მოვაცილოთ კანი, დავჭრათ სიგრძეზე რამდენიმე ნაწილად, დავამატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი ნიგოზი,

Read More

შემწვარი მთელ-მთელი ბადრიჯანი ნიგვზი

1 კგ ბადრიჯანი, 250 გრ თავი ხახვი, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 100 გრ ზეთი, 2 კბილი ნიორი, 2 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, ოხრახუში, ღვინის ძმარი, ბროწეულის მარცვლები, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. პატარა ზომის მოგრძო ბადრიჯანი დავსეროთ სიგრძეზე ისე, რომ არ მოვაშოროთ ერთმანეთს. მოვათავსოთ ჭურჭელში, მოვაყაროთ მარილი, დავახუროთ თავსახური, გავაჩეროთ 2-3 საათი, გავწუროთ ხელით. წვრილად დაჭრილ

Read More

ყვავილოვანი კომბოსტო ნიგვზით

500 გრ ყვავილოვანი კომბოსტო, 3/4 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 1 კბილი ნიორი, 1 ჩაის Qკოვზი ხმელი სუნელი, ღვინის ძმარი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. ყვავილოვანი კომბოსტო მოვათავსოთ ცივ მარილწყალში 25-30 წუთის განმავლობაში. გავრეცხოთ ცივი წყლით, ჩავყაროთ მდუღარე მარილწყალში და მოვხარშოთ. მოხარშული კომბოსტო გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ, დავანაწილოთ ცალკეულ ყვავილებად (თავაკებად). ნიგოზი, წიწაკა, ნიორი და მარილი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი.

Read More

ჭარხლის მწნილი ნიგვზით

500 გრ ჭარხლის მწნილი, 3/4 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ქინძის თესლი, წიწაკა, ოხრახუში, მარილი – გემოვნებით. ჭარხლის მწნილი დავჭრათ წვრილ ოთხკუთხედებად. დავნაყოთ ნიორი, წიწაკა და ნიგოზი, დავამატოთ დანაყილი ქინძის თესლი. გამზადებული ჭარხლის მწნილი და ნიგვზის მასა კარგად გადავურიოთ. გადავიტანოთ თეფზე, მოვრთოთ ოხრახუშით. … წყარო: http://www.mzareuli.com/