Category Archives: კატეგორიის გარეშე

კვერცხი – ნიგვზის სატენით

მასალა: კვერცხი – 10 ცალი; ნიგოზი – 3/4 ჩაის ჭიქა; წიწაკა, ნიორი, სუნელი, ყვითელი ყვავილი, მარილი, ძმარი, მწვანილი – გემოვნებით. კვერცხები მაგრად მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი, რომ კარგად გაიფცქვნას. გასუფთავებული კვერცხი მჭრელი დანით გავჭრათ შუაზე (სიგრძეზე), ამოვაცალოთ გულები. ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, მარილი, სუნელი, ყვითელი ყვავილი კარგად დავნაყოთ, დავამატოთ ძმარი, ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანილი (ქინძი, კამა,

Read More

მწვანე ლობიო ნიგვზით და ბროწეულით

მასალა: მწვანე ლობიო – 1 კილოგრამი; ნიგოზი – 1,5 ჩაის ჭიქა; მწვანილი – 4–4 ძირი; ხახვი – 2 თავი; ბროწეულის წვენი – 0,5 ჩაის ჭიქა; ბროწეული – 1 ცალი; ნიორი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. კარგად მომწიფებული მწვანე ლობიო, რომელსაც შიგნით მარცვლები აქვს, ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ და მერე ხელით გავწუროთ. დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, მარილი,

Read More

შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, გურულად

მასალა: ბადრიჯანი – 1 კილოგრამი; ნიგოზი – 1,5 ჩაის ჭიქა; ხახვი – 2–3 თავი; ნიორი – 2–3 კბილი; მწვანილი – 4–4 ძირი; ძმარი – 2 სუფრის კოვზი; მარილი, პილპილი – გემოვნებით. უთესლო, ქორფა ბადრიჯანი ყუნწიანად შევწვათ აირღუმელში. შემდეგ დავჭრათ 1 სანტიმეტრი სისქის მრგვალ ნაჭრებად, მოვათავსოთ ღრმა, ფართო ჭურჭელში და შევაზავოთ შემდეგნაირად: კარგად დავნაყოთ ნიგოზი, პილპილი,

Read More

თევზის ბასთურმა

მასალა: თევზი – 1 კილოგრამა; ხახვი – 3–4 თავი; ლიმონი – 1 ცალი; პილპილი, მარილი – გემოვნებით. გასუფთავებული, გარეცხილი, ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი, ზუთხი, ორაგული) მოვათავსოთ ფაიფურის ან მომინანქრებულ ჭურჭელში, დავაყაროთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, თხელ ნაჭრებად დაჭრილი ლიმონი და ავურიოთ. მერე დავახუროთ ჭურჭელს სახურავი და დავდგათ გრილ ალაგას რამდენიმე საათით, ან შეიძლება

Read More

შიგნეულით გატენილი შემწვარი წიწილა

მასალა: წიწილა; მწვანე ხახვი – 5 ძირი; ტარხუნა – 2 ძირი; ოხრახუში – 3 ძირი; რეჰანი – 2 ძირი; ერბო – 2 სუფრის კოვზი; მარილი, დანაყილი დარიჩინი – გემოვნებით. წიწილის კუჭმაჭი მოვახარშოთ, წვრილად დავჭრათ, მივუმატოთ დაჭრილი ხახვი, ტარხუნა, ოხრახუში, რეჰანი, დავდოთ ტაფაზე, დავასხათ გამდნარი ერბო, დავაყაროთ დანაყილი დარიჩინი, მარილი, ერთად ავურიოთ და მოვშუშოთ. ამ მასალით

Read More

ჭინჭრის სუპი ხორცით

საჭირო მასალა: 400 გ კარტოფილი, 300 გ საქონლის ხორცი, 200 გ ჭინჭარი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 კონა ქინძი, 2-3 ღერი პიტნა, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად. 100-150 გ არაჟანი. მომზადება: კარტოფილი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. როცა წყალი ადუღდება, ქაფი მოვხადოთ და ჩავაყაროთ მარილი და პილპილი.

Read More

ტყემლის საწებელი

ავიღოთ ორი წილი მწიფე ტყემალი და ერთი წილი ღოღნაშო. გავარჩიოთ, მოვაცილოთ ყუნწები, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. გავაცივოთ, გადავიტანოთ საწურზე და გავხეხოთ. დავამატოთ ხმელი ქინძი, კამა, ომბალო, ნიორი, წიწაკა, მარილი. ვადუღოთ, სანამ მზად არ იქნება. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავასხათ ბოთლებში ან ქილებში, მოვუკრათ თავი და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას. საჭირო მასალა: » ტყემალი _ 5 კილო

Read More

ჩანახი ქვაბში

ცხვრის დუმა დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ. ამ ქონში ცალ-ცალკე შევწვათ მთელ-მთელი ბადრიჯანი, ოთხად სიგრძეზე გაჭრილი კართოფილები, მთელ-მთელი მწიფე პამიდორი. მოშუშული დუმის ნარჩენებში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი, წიწაკა,დანაყილი ქინძის თესლი. ეს გუსართი ფრთხილად ჩავდოთ ბადრიჯანში და პამიდორში, ისე რომ არ დაირღვეს მთლიანობა. ცალკე შევწვათ წვრილად დაჭრილი ხორცი, ჩავალაგოთ ქვაბში თანმიმდევრობით, ფენაფენა, ჯერ

Read More

ჩაქაფული ცხვრის ხორცით

ცხვრის ან ბატკნის მსუქანი, ძვლიანი ხორცი დავჭრათსაშუალო ზომის ნაჭრებად, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი დაფაროს. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ. როცა წყალი დაუშრება, ჩავყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ. ოხრახუში, ქინძი დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ ხორციან ქვაბში. ავიღოთ ქორფა ტარხუნა, დავჯრათ დიდ ნაჭრებად (დაახლოებით გავჭრათ სამად) და მწვანილთან ერთად ისიც ჩავყაროთ. ნამიანი მწვანილი წყალს გაუშვებს;

Read More

ძროხის ხაში

კარგად გაასუფთავეთ და თბილ წყალში გარეცხეთ ძროხის ფაშვი, ნაწლავები, ფეხები, ჩაყარეთ ადუღებულწყლიან ქვაბში და დაადგით ცეცხლზე. ადუღდება თუ არა, წვენი გადაღვარეთ, დაასხით ზედ ადუღებული წყალი და ხარშეთ, სანამ წვენი არ შესქელდება და ფეხები კარგად არ ჩაიხარშება. სუფრაზე მიტანის წინ შეაზავეთ მარილით და დანაყილი ნივრით. თუ გსურთ, სუფრაზე მიტანისას ცალკე ჭურჭლით მიიტანეთ დანაყილი ნიორი და ღვინის

Read More