Category Archives: კატეგორიის გარეშე

კარტოფილის კატლეტი (1)

კარტოფილი, ხახვი, ნიორი, ოხრახუში, კამა, ქინძი გაატერეთ ხორცსაკეპში. გატარებული მასა მოათავსეთ საწურზე, რომ წყლისაგან დაიწუროს. გადაიტანეთ მინანქრის თასში, შეურიეთ წინასწარ დამბალი და კარგად გაწურული პური. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილას საფანელში და შეწვით ორივე მხრიდან. მასალა: კარტოფილი – 2 კგ. პური – 200-300 გ. ხახვი – 4-5

Read More

კარტოფილის „სოუსი“ (1)

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი და ტომატი, დაამატეთ დაფნის ფოთოლი, წიწაკა და დაჭრილი ნიორი. როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, დაასხით ცივი წყალი იმდენი, რომ კარტოფილი დაიფაროს. შეაზავეთ მარილით და ერთხელ კარგად მოურიეთ. ადუღეთ ნელ ცეცხლზე კარტოფილის მოხარშვამდე. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. მასალა: ზეთი – 100-150

Read More

პამიდვრიანი კარტოფილი (1)

გაფცქვნილი კარტოფილი სიგრძეზე ოთხად დაჭერით. ღრმა ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, დაფნის ფოთოლი და შეაზავეთ მარილით. 1-1,5 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით ტომატი, მოასხით კარტოფილს, ტაფას დაახურუთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ გამზადებამდე. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. მასალა: კარტოფილი – 1 კგ. ხახვი – 2 თავი ზეთი – 2-3

Read More

ვინეგრეტი (1)

მოხარშეთ ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი. ცალკე მოხარშეთ ნახევარი კოლოგრამი ლობიო. მოხარშული ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, შეურიეთ მოხარშული ლობიო, დაჭრილი ხახვი და მჟავე კიტრი. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და აურიეთ ერთმანეთში, შეაზავეთ ზეთით, მარილით და შავი პილპილით. მასალა: კარტოფილი – 1 კგ. ჭარხალი – 400 გ. სტაფილო – 200 გ. ლობიო – 0,5 კგ.

Read More

კაკალი ლობიო ნიგვზით (1)

მოხარშული ლობიო გადაწურეთ საწურზე (ნახარში წვენი შეინახეთ). ხახვი დაჭერით სიგრძეზე (წვრილ ღერებად). ოხრახუში, ქინძი, ქონდარი წვირად. მოათავსეთ მინანქრის ქვაბში, შეურიეთ დანაყილი ნიგოზი. ზემოდან მოაყარეთ მოხარშული ცხელი ლობიო. ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ 10 წუთი. აურიეთ კარგად, შეაზავეთ დანაყილი ნივრით, წიწაკით, მარილით, მიხაკით, დარიჩინით, ხმელი ქინძით და ძმრით. მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და ფრთხილად აურიეთ. თუ სქელი

Read More

ბულგარული წიწაკა ბრინჯით (1)

ბულგარულ წიწაკას მოაჭერით ყუნწი და ამოიღეთ რბილობი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი და მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი (ან წყალში გახსნილი ტომატი). შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, მარილით, წიწაკით და შავი პილპილით. ბულგარული წიწაკა კარგად გატენეთ ამ გულსართით და ფენებად მოათავსეთ ქვაბში (თავებით ზემოთ). მოასხით ცოტაოდენი ზეთი და გახეხილი პამიდორი (პამიდვრის ნაცვლად

Read More

ყვავილოვანი კომბოსტო ნიგვზით (1)

გარეცხილი ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ კონებად და მოხარშეთ მარილწყალში (ძალიან არ გადახარშოთ). დაფქულ ნიგოზს შეურიეთ: დანაყილი ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და აურიეთ ერთმანეთში. მოასხით ცოტაოდენი ანადუღარი ცივი წყალი იმდენი, რომ სქელი ფაფისმაგვარი მასა მიიღოთ. შეაზავეთ წიწაკით, ძმრით და მარილით. ყვავილოვანი კომბოსტოს თითოეული კონა ამოავლეთ ნიგვზიან მასაში და წრიულად განალაგეთ ბრტყელ

Read More

მოშუშული კომბოსტო (1)

აადუღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ზეთი, შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი ტომატი და აურიეთ კარგად. ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი 1,5 კგ. კომბოსტო და მოასხით ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი. როცა კომბოსტო ჩაითუთქება, ამოურიეთ. შეაზავეთ დანაყილი ქინძით, ნივრით და მარილით. ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. მასალა: კომბოსტო – 1,5 კგ. ზეთი –

Read More

კომბოსტოს სალათა (1)

კომბოსტოს მოაშორეთ უვარგისი ფოთლები, გარეცხეთ და დაჭერით წვრილ ღერებად, მოაყარეთ მარილი და ხელით ასრისეთ. როცა დარბილდება, გაწურეთ კარგად. მოათავსეთ სასალათეში, მოასხით შაქრიანი ძმარი. 30-40 წუთის შემდეგ დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი და აურიეთ კარგად. მასალა: კომბოსტო – 500 გ. ძმარი – 1/4 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი – 0,5 ჩაის კოვზი ზეთი – 1 სუფრის კოვზი

Read More

ნიგვზიანი კომბოსტოს რულეტი (2)

გარეცხილი კომბოსტო მდუღარე წყალში ჩადეთ და ნელ-ნელა მოაცილეთ ფურცლები (მაგრად არ მოხარშოთ). დააწყვეთ საწურზე და როცა გაცივდება, ფრთხილად, ისე, რომ არ დაზიანდეს, გაწურეთ. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ნიგოზი და ნიორი, დაამატეთ ზაფრანა, ქინძი, პილპილი, მარილი, ძმარი გემოვნებით და ხელით ზილეთ, სანამ ზეთი არ გამოუვა. ზეთი ცალკე ჭურჭელში შეინახეთ. ნიგოზს კი დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გაათხელეთ

Read More