ხაში ცხვრის შიგნეულისა და ჩლიქებისაგან
კარგად გასუფთავებული, თბილ წყალში გარეცხილი ცხვრის თავ-ფეხი და კუჭ-ნაწლავი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში. შემდეგ ამოვიღოთ, გავაციოთ, დავჭრათ წვრილად და ისევ ჩავყაროთ თავის წვენში, შევაზავოთ მარილით და ძმრით. ცივ წყალში გახსნილი დანაყილი ნიორი სუფრაზე ცალკე მივიტანოთ. მასალა: ცხვრის თავ-ფეხი-2კგ გასუფთავებული ნაწლავები-600გრ ნიორი-7-8 კბილი ძმარი-0,5 ჩაის ჭიქა მარილი-გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/