Category Archives: კატეგორიის გარეშე

მწვადის ჩახოხბილი

დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ერბოში. დავამატოთ დაჭრილი, კანგაცლილი პამიდორი. როდესაც წამოდუღდება ცავაწყოთ შემწვარი მწვადი, დავახუროთ სახურავი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. მასალა: ხორცი – 1 კილოგრამი ერბო – 2 სუფრის კოვზი ხახვი – 4-5 თავი პამიდორი – 800 გრამი მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/

მწვადის ჩახოხბილი (მეორენაირად)

ერბოში მოვხრაკოთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, დავამატოთ წყალი ან ბულიონი, ძმარი. ჩავალაგოთ შემწვარი მწვადი, დავახუროთ სახურავი და მოვშუშოთ ნელ ცეცხლზე. ჩახოხბილი შეიძლება მომზადდეს სითხის გარეშე. შემწვარი მწვადი მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ დაკეპილი ხახვი, დავახუროთ სახურავი და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე. მასალა: ხორცი – 1 კილოგრამი ერბო – 2 სუფრის კოვზი ხახვი – 4-5 თავი ძმარი – ¼ ჩაის

Read More

ძროხის ხორცის ჩახოხბილი

ქონისა და ძარღვებისაგან გავანთავისუფლოთ ძროხის სუკი, გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ კარაქი, ხახვი და ერთად მოვხრაკოთ. გარეცხილი პამიდორი დავმდუღროთ, კანი მოვაცილოთ, დავჭრათ და მოვათავსოთ მოხრაკულ ხორცში. როცა მზად იქნება, შევანელოთ მარილით, მწვანილით (ქინძი, ოხრახუში, კამა, რეჰანი). მასალა: ძროხის ხორცი (სუკი) – 1 კილოგრამი პამიდორი – 1 კილოგრამი კარაქი – 3 სუფრის კოვზი

Read More

ცხვრის ხორცის ჩახოხბილი

ცხვრის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში და ოდნავ მოვშუშოთ. როცა წვენი შეაშრება, დავაყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი. თუ ხორცი მსუქანი არ არის დავამატოთ ცოტა კარაქი და კიდევ ვშუშოთ. დავასხათ გაფცქვნილი და დაჭრილი პამიდორი. ვხარშოთ, სანამ ხორცი კარგად მოიხარშება. შევანელოთ მარილით და მწვანილით. მასალა: ცხვრის ხორცი – 1 კილოგრამი ხახვი – 500 გრამი პამიდორი

Read More

შამფურზე შემწვარი ბატკანი გულ ღვიძლით

ბატკნის გულ-ღვიძლი ძალიან წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ მარილი და ავურიოთ. გასუფთავებულ, გამოშიგნული, კარგად გარეცხილი ბატკნის მუცლის ღრუში მოვათავსოთ გამზადებული გულ-ღვიძლი, გავკეროთ ძაფით, წამოვაცვათ ხის შამფურზე, დავამაგროთ კანაფით და შევწვათ ნელ ნაკვერჩხალზე, თან ვატრიალოთ. ხანგამოშვებით ჯერ ვუსვათ მარილწყალი, ბოლოს გამდნარი ცხიმი. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ცხვრის ხორცი კომშით

მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ, გავრეცხოთ, დავასხათ იმდენი ცხელი წყალი, რომ ხორცს კარგად მოადგეს; ვადუღოთ, მოვხადოთ ქაფი; ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ ერბოში ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. ზევიდან დავაწყოთ თხლად დაჭრილი გათლილი კომში (კომში ტკბილი უნდა იყოს). ზედ დავასხათ ქვაბიდან ამოღებული წვენი და ვხარშოთ. როდესაც კომში და ხახვი მოიხარშება და ხორციც დარბილდება, ყველაფერი მოვათავსოთ ერთ ქვაბში. შევანელოთ მარილით, მიხაკდარიჩინით,

Read More

შემწვარი ცხვრის ხორცი ბადრიჯნითა და პამიდვრით

ბადრიჯანი სიგრძეზე ჩავჭრათ ისე, რომ ერთმანეთს არ მოშორდეს; წვრილად დაჭრილ დუმას მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვათავსოთ ბადრიჯანში. ცხვრის ბარკალი, ბეჭი, ან გვერდის ნაჭერი გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი, დავდოთ ტაფაზე, შემოვუწყოთ გამზადებული ბადრიჯანი, პამიდორი, ალყად დაჭრილი ხახვი და შევდგათ ღუმელში შესაწვავად. შეწვის დროს ხორცს დროგამოშვებით დავასხათ მისგანვე მიღებული წვენი. როცა ხორცი შეიწვება, გამოვიღოთ ღუმელიდან, დავჭრათ თხელ ნაჭრებად,

Read More

ხაშლამა

ახალგაზრდა მსუქანი საქონლის ხორცი დავჭრათ საშჲალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ კარგად, ჩავყაროთ ქვაბში და ვადუღოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები, ნივრის კბილები. როცა ხორცი კარგად მოიხარშება, შევაზავოთ მარილით. ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე, ზევიდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ბატკნის ხორცის ხაშლამა

ბატკნის ხორცი ნაჭრებად დავჭრათ და გავრეცხოთ. ქვაბში ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ, ჩავყაროთ მარილი, დაჭრილი ბატკნის ხორცი და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა ხორცი მოიხარშება, ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე ისე მივიტანოთ. ბატკნის ხორცი შეიძლება მოიხარშოს უმარილო წყალში და როცა ლანგარზე ამოვალაგებთ, მარილი ცხელ-ცხელს მოვაყაროთ. ასე მოხარშული ბატკნის ხორცის მიტანა სუფრაზე შეიძლება ლავაშში შეხვეული

Read More

ძროხის ბეჭი

ავიღოთ მთლიანი ძროხის ბეჭი საკნატელათი და გავრეცხოთ. შესაფერ ქვაბში წყალი ავადუღოთ, შევაზავოთ მარილით, მოვათავსოთ შიგ ბეჭი, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ბეჭი როცა მოიხარშება (არ უნდა ჩაიშალოს), ამოვიღოთ წვენიდან, მოვათავსოთ შესაფერ ლანგარზე და სუფრაზე მთლიანი მივიტანოთ, თან მოვაყოლოთ ტყემლის, მდოგვის ან სხვა საწებელი. … წყარო: http://www.mzareuli.com/