Category Archives: კატეგორიის გარეშე

ვერონიკა

საჭიროა: კარტოფილი 0,5-1კგ. მაიონეზი 1 კოლოფი და ბარკალი 3-5 ცალი. დავჭრათ ბარკალი პატარა ნაჭრებად და დავალაგოთ ცხიმმოსმულ ტაფაზე, ზემოდან დავაყაროთ კარტოფილი და დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ, როცა მოითუშება გაზს მოვუმატოთ და შევბრაწოთ. ბოლოს მოვასხათ მაიონეზი და მზად არის. … წყარო: http://www.mzareuli.com/

წიწილები პოლონურად

მასალა: 2 ან 3 წიწილა, 2 ცალი კვერცხი, 4 კოვზი დაფქვილი ორცხობილა, 2 კოვზი მარილი. წიწილებს წაუსვით მარილი, ამოავლეთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ-ორცხობილას ფქვილში და შეწვით ერბომოსმულ ტაფაზე. … წყარო: http://www.mzareuli.com/

შემწვარი ბატი იტალიურად

მასალა: ბატი (დაახლოებით 2,5-3კგ წონისა), 500გ იტალიური სპაგეტი, 2 ცალი კვერცხი, 100გ ერბო, 2 სადილის კოვზი არაჟანი, 1 ცალი სტაფილო, 1 კონა ოხრახუში, 1 კოვზი ფქვილი, 1 ძირი პრასი. 1 თავი ხახვი, 100გ ზეთისხილი, ჯავზი და ბაჰარი, მარილი და პილპილი. ბატი გაჭერით ხერხემლის გასწვრივ, ხერხემლის ძვალი ფრთხილად ამოაცალეთ, წაუსვით მარილი, დანაყილი ბაჰარი და პილპილი. იტალიური

Read More

პაჩემსკი

ინგრედიენტები: ქათმის ხორცი 1კგ; კარტოფილი 0,5კგ; სოკო 200გ.-დან 500გ.მდე; ყველი 200გ; მაიონეზი 200გ; ტომატის პასტა 50გ; უცხო სუნელი; ქონდარი; შავი პილპილი; მარილი; სოკოს მშრალი ბულიონი 1კუბი. მომზადების წესი:კართოფილი დავჭრათ მოგრძო ნაჭრება და ვხარშოთ 5წთ. მარილიან წყალში. ქათამი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. მაიონეზში შევურიოთ, ტომატის პასტა, სუნელები და პილპილი, ცოტაოდენი ზეთი და წყალში დამბალი ბულიონის კუბი. კართოფილი,

Read More

ინდაურის საცივი

1 ც ინდაური, 500 გრ ნიგოზი, 200 გრ თავი ხახვი, ნიორი, წიწაკა, იმერული ზაფრანა, ღვინის ძმარი, ქინძი, მარილი – გემოვნებით. გარეცხილი, მომზადებული ინდაური ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, მოვხარშოთ ნახევრად მზადყოფნამდე, ამოვიღოთ ბულიონიდან და შევწვათ (იხ. წინა რეცეპტი). ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, მარილი, ქინძი, ზაფრანა კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ბულიონით, დავამატოთ ღვინის ძმარი და ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში.

Read More

შილაფლავი

ავიღოთ ცხვრის მსუქანი ხორცი, კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ ნაჭრებად. წვრილად დავჭრათ დუმის ნაჭერი, ჩავყაროთ ქვაბში და ვშუშოთ. შემდეგ ცავყაროთ დაჭრილი ხორცი და ხახვთან ერთად გავაგრძელოთ შუშვა, ისე რომ ხორცი და ხახვი არ გაწითლდეს (შილაფლავი თეთრი როომ გამოვიდეს). დავასხათ წყალი; ადუღებისას მოვხადოთ ქაფი, ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი, მარილი. როდესაც ხორცი ნახევრად მოხარშული იქნება, ჩავყაროთ ბრინჯი და გავაგრძელოთ

Read More

შილაფლავი (მეორენაირად)

ცხვრის მსუქანი ხორცი ნაჭრებად დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ. მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ ბრინჯი, დაჭრილი ხახვი, მარილი და ხშირად მოვურიოთ, რომ ძირი არ მიეწვას. როცა ხორცი და ბრინჯი კარგად მოიხარშება, ჩავაყაროთ დანაყილი პილპილი. სუფრაზე მიტანისას ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში. მასალა: ცხვრის ხორცი – 1 კილოგრამი ხახვი – 2 თავი ბრინჯი – 2 ჭიქა ოხრახუში

Read More

შილაფლავი (მესამენაირად)

ცხვრის ან ბატკნის მსუქანი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, დავახუროთ სახურავი და გავაჩეროთ 30 წუთი. შემდეგ მოვათავსოთ მდუღარე წყალში. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა ნახევრად მოიხარშება, ჩავყაროთ ბრინჯი და ვხარშოთ, სანამ ხორცი და ბრინჯი კარგად მოიხარშება. დავამატოთ დანაყილი პილპილი და ზირა. მასალა: ცხვრის ან ბატკნის ხორცი – 1 კილოგრამი ბრინჯი – 2 ჩაის

Read More

შილაფლავი აჭარულად

მსუქანი ცხვრის ხორცი ხახვთან და ცხვრის დუმასთან ერთად კარგად მოვშუშოთ. ჩავაყაროთ ქინძი, ოხრახუში, მწვანე ქონდარი, წინასწარ მოხარშული და ცივ წყალში გავლებული ბრინჯი. დავდგათ ნელ ცეცხლზე და ხშირად ვურიოთ, რომ ძირი არ მიეწვას. სუფრაზე მივიტანოთ მჟავე საწებელთან ერთად. მასალა: ცხვრის ან ბატკნის ხორცი – 1 კილოგრამი ბრინჯი – 500 გრამი ხახვი – 2-3 თავი მწვანილი –

Read More

ჩაქაფული ცხვრის ხორცის

ცხვრის ან ბატკნის მსუქანი, ძვლიანი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი დაიფაროს. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ. როცა წყალი დაუშრება, ჩავყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ. ოხრახუში, ქინძი, დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ ხორციან ქვაბში. ავიღოთ ქორფა ტარხუნა, დავჭრათ დიდ ნაჭრებად (დაახლოებით დავჭრათ სამად) და მწვანილთან ერთად ისიც ჩავაყაროთ. ნამიანი მწვანილი წყალს

Read More