წიწილა თეთრი ღვინის საწებლით იმერულად
კარგად გასუფთავებული წიწილა გავჭრათ ოთხად, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ დაბალ ფართო ქვაბში (კარაქში). როცა წიწილა ირგვლივ კარგად შეწითლდება, ჩავუმატოთ დაკეპილი ხახვი და გავაგრძელოთ შუშვა თავდახურულ ქვაბში. ხახვი რომ ჩაიხრაკება, დავასხათ თეთრი ღვინო და გავაგრძელოთ შუშვა, სანამ დაიშრობს ღვინოს. შემდეგ კიდევ დავასხათ იმდენი ღვინო, რომ წიწილას ფარავდეს. როდესაც ადუღდება, ჩავუმატოთ კანგაცლილი, გახეხილი პამიდორი ან მწიფე ტყემალი