ხორბლის ფაფა სოკოთი

400 გრ ხორბლის ბურღული, 1 ლ სოკოს ნახარში, 400 გრ ნედლი სოკო, 100 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, 200 გრ თავი ხახვი, ოხრახუში ან კამა, მარილი – გემოვნებით.

სოკო გადავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ მზადყოფნამდე, გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ, გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ. მოვშუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად.

გადარჩეული და გარეცხილი ბურღული ჩავყაროთ მარილიან, მდუღარე სოკოს ნახარშში და ფაფა მოვხარშოთ მზადყოფნამდე. დავამატოთ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, წვრილად დაჭრილი მოშუშული სოკო და ხახვი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ, შევდგათ ქურაში 50 წუთით.

ფაფა გადავიტანოთ თეფშზე, მოვასხათ გამდნარი მარგარინი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან კამა.

წყარო: http://www.mzareuli.com/