Category Archives: კატეგორიის გარეშე

შემწვარი ქათამი ტყემლის წვენით

კარგად გასუფთავებულ, გარეცხილ ქათამს მოვაყაროთ მარილი და წამოვაგოთ შამფურზე; დავამაგროთ კისრით და ფეხებით, შევწვათ ნაკვერჩხალზე, თან შამფური სულ ვატრიალოთ. ქათამი კარგად რომ შეიწვება, გამოვაძროთ შამფურიდან და სუფრაზე მივიტანოთ ყოველგვარი საკაზმის გარეშე. ცალკე მივიტანოთ ტყემლის საწებელა. … წყარო: http://www.mzareuli.com/

სუნელებით შემწვარი ქათამი

წიწაკას დავასხათ მდუღარე წყალი და ასეთ მდგომარებაში დავტოვოთ რამოდენიმე საათი. შემდეგ გადავწუროთ, დავუმატოთ დანაყილი ქინძის თესლი, ნიორი, ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი, მარილი და გავხსნათ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთში. ქათამი შამფურზე წამოვაგოთ, ცეცხლზე შევწვათ და ხანგამოშვებით წავუსვათ ზემოაღნიშნული მასალა. … წყარო: http://www.mzareuli.com/

შემწვარი ქათამი ნიგვზის საწებლით (ბაჟა)

ქათამი კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და მოვათავსოთ მდუღარე მარილწყლიან ქვაბში. ვადუღოთ 5-10 წუთი, შემდეგ ამოვიღოთ ქვაბიდან და შევდგათ ღუმელში შესაწვავად. როცა კარგად შეიწვება, ცხელ-ცხელი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩავალაგოთ საწებელში, რომელიც ასე მზადდება: ყვითელი ყვავილი (ზაფრანა), მარილი, ნიგოზი, ნიორი, დავნაყოთ წმინდად. ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად ხმელი სუნელი, წიწაკა, ქინძის თესლი. ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ და

Read More

ქათამი აჭარულად

გასუფთავებული, გარეცხილი ქათამი დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და ვშუშოთ, სანამ სითხე არ ამოშრება. დავაყაროთ ბრტყლად დაჭრილი ხახვი და გავაგრძელოთ შუშვა. როცა ხახვი შეწითლდება, ჩავუმატოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილი. ქათამს თუ საკმაო სიმსუქნე არა აქვს, დავუმატოთ ერბო და მარილით შევაზავოთ. მასალა: ქათამი ხახვი – 3-4 თავი სხვადასხვა მწვანილი – 200 გრამი ერბო – 1 სუფრის კოვზი მარილი

Read More

ვარია ნიგვზის საწებლით, მეგრულად

გასუფთავებულ, გარეცხილ ვარიას ჩავუწყოთ მუცლის ღრუში შიგნეული და ფეხები, მოვაყაროთ მარილი, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შამფური ნელა ვატრიალოთ და ხანგამოშვებით წავუსვათ გამდნარი კარაქი (ვარია შეიძლება შეიწვას ჩვეულებრივ ტაფაზეც – ტაბაკად). როცა მზად იქნება დავჭრათ, ჩავაწყოთ ღრმა ჭურჭელში და ზემოდან დავასხათ მზა ბაჟა, რომელიც შემდეგნაირად კეთდება: ნიგოზი, პიტნა, ქინძი, კამა, წიწაკა დავნაყოთ ერთად, რაც შეიძლება

Read More

მოხარშული ქათამი ნივრით

კარგად გასუფთავებული ქათამი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. მოხარშული ქათამი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩავყაროთ ღრმა ჭურჭელში და დავასხათ ზედ ქათმის წვენში გახსნილი დანაყილი ნიორი და მარილი. … წყარო: http://www.mzareuli.com/

მოხრაკული ქათამი კვერცხით

საშუალო სიდიდის ქათამი დავჭრათ ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და მოვხრაკოთ. ცალკე ტაფაზე, ერბოში, კარგად მოვშუშოთ ხახვი და მოვასხათ მოხრაკულ ქათამს. დავასხათ იმდენ ცხელი წყალი, რომ შიგთავსი დაიფაროს და ვხარშოთ 15-20 წუთი. ჩავყაროთ შიგ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, კამა, მარილი და ჩავახალოთ კვერცხი. კვერცხის მოხარშვისთანავე კვერცხი მზადაა. მასალა: ქათამი ხახვი – 3-4 მოზრდილი თავი ერბო

Read More

მოხარშული ვარია ნიგვზით

გასუფთავებული ვარია ქვაბში ჩავდოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ წვენიდან ამოვიღოთ, ნაჭრებად ავჭრათ და ლანგარზე დავაწყოთ. ნიგოზთან ერთად კარგად დავნაყოთ ყვითელი ყვავილი, ნიორი, გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში შევინახოთ. დავნაყოთ წიწაკა, ქინძი, მარილი, გავხსნათ ბროწეულის წვენში (ან ცოტა ძმარში), ჩავასხათ ვარიის ნახარშ თბილ წვენში და მოვასხათ ლანგარზე დაწყობილ ვარიას. სუფრაზე მიტანის წინ ზემოდან მოვასხათ ნიგვზიდან

Read More

ნიგვზის წვენში ჩახრაკული შემწვარი ვარია

გასუფთავებული ვარია ჩავჭრათ შუაზე, წავუსვათ მარილი, დავდოთ ერბოიან ცხელ ტაფაზე, ზემოდან თეფში დავაფაროთ და დავადოთ რაიმე მძიმე საგანი, რომ ვარია ყოველი მხრიდან კარგად შეიწვას. ხახვი წვრილად დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავუმატოთ კარაქი და მოვშუშოთ. ნიგოზი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი და ჩავასხათ ცალკე ჭურჭელში. დანაყილ ნიგოზს შევურიოთ დანაყილი ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი, სიმინდის ფქვილი. ყველაფერი ეს გავხსნათ მდუღარე

Read More

ფრინველის კუჭმაჭი ნიგვზით

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი შინაური ფრინველის კუჭმაჭი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. მოხარშული, გაციებული კუჭმაჭი დავჭრათ წვრილ, ოთხკუთხედ ნაჭრებად, ავუროთ წმინდად დაჭრილი ხახვი, ქონდარი. დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი (ხმელი), სუნელი, ნიორი. ყველაფერი ეს გავხსნათ კუჭმაჭის ბულიონში, დავამატოთ ძმარი (ან ბროწეულის წვენი), მარილი და კარგად ავურიოთ მოხარშულ კუჭმაჭში. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ მარცვლებად

Read More