Category Archives: კატეგორიის გარეშე

ქათმის ჩახოხბილი კვერცხით

კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ, ჩავაწყოთ ქვაბში და მოვშუშოთ. დავაყაროთ დაჭრილი ხახვი, დავასხათ კარაქი ან ერბო და გავაგრძელოთ შუშვა თავღია ქვაბში 15-20 წუთის განმავლობაში. პამიდორი გავხეხოთ სახეხზე (ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში), დავასხათ მოშუშულ ქათამს, დავხუროთ ხუფი და ვადუღოთ ხორცის მოხარშვამდე. შემდეგ კარგად გავთქვიფოთ ორი კვერცხი და ნელ-ნელა დავუმატოთ. შევაზავოთ მწვანილით (ქინძი, ოხრახუში, კამა), წიწაკით და მარილით.

Read More

ქათმის ან იხვის ჩახოხბილი ნიგვზით

ქათამი ან იხვი კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ და ჩავდოთ ქვაბში; დავასხათ მარილწყალი და კარგად მოვხარშოთ. დავჭრათ ხახვი, წმინდად დავნაყოთ გამხმარი ქინძი, ნიორი, ნიგოზი, წიწაკა, ყველაფერი ეს კარგად ავლესოთ ძმარსა და ქათმის ნახარშში და მოვასხათ მოხარშულ ქათამს. მასალა: ქათამი ან იხვი ხახვი – 3-4 თავი ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა ძმარი – 2 სუფრის კოვზი ნიორი

Read More

ფრინველის კუჭმაჭის ჩახოხბილი

გასუფთავებული, გარეცხილი რომელმე ფრინველის კუჭმაჭი ქვაბში ჩავყაროთ, დავდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ. ხახვი წვრილად დავკეპოთ, დავამატოთ ერბო და მოვშუშოთ, დავაყაროთ მოხრაკული კუჭმაჭი და გავაგრძელოთ შუშვა. პამიდორი გავხეხოთ სახეხზე (ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში), დავამატოთ კუჭმაჭს და ვადუღოთ, სანამ არ შესქელდება. შევაზავოთ მწვანილით, წიწაკით, მარილით. მასალა: კუჭმაჭი – 1 ფრინველის ხახვი – 1-2 თავი კარაქი – 50 გრამი

Read More

ქათამი არაჟნითა და ბრინჯით

დაჭრილ ქათამს მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი, წავუსვათ დანაყილი ან გატარებული ნიორი, დავალაგოთ ტაფაზე, მოვასხათ 500 გრამი არაჟანი და დავდგათ გრილ ადგილზე. 1 საათის შემდეგ შევდგათ გაზქურაში, როცა ქათამი შეიბრაწება გამოვიღოთ, ფრთხილად გადმოვალაგოთ თეფშზე. ტაფის ძირზე მოვფინოთ წინასწარ მოხარშული და გაწურული ბრინჯი, ზემოდან დავალაგოთ ქათმის ნაჭრები და ისევ შევდგათ გაზქურაში 10-15 წუთით. შემდეგ ფრთხილად გადმოვიტანოთ შესაფერის

Read More

ქათამი იმერულად

კარგად გასუფთავებული მსუქანი ქათამი დავჭრათ. მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ. ცავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კარგად მოვხრაკოთ, შეწითლებამდე. წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ხმელი სუნელი, ნიორი, წიწაკა, მარილი, ნედლი ქინძი. ყველაფერი გავხსნათ ძმარში, დავამატოთ წყალი და დავასხათ მოხრაკულ ქათამს. 5-10 წუთის დუღილის შემდეგ კერძი მზად იქნება. მასალა: ქათამი ხახვი – 2-3 თავი ხმელი სუნელი – 1 სუფრის კოვზი

Read More

შემწვარი წიწილა – ტაბაკა

წიწილა კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, გავჭრათ შუაზე, მოვაყაროთ მარილი. ტაფაზე დავასხათ ერბო (შეიძლება ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთიც); როცა კარგად გაცხელდება, დავდოთ ზედ წიწილა, ზემოდან დავახუროთ თეფში, დავადოთ მძიმე საგანი, რომ წიწილის ყველა ნაწილი ერთნაირად შეიწვას. როცა ერთი მხარე შეიწვება, გადავაბრუნოთ და შევწვათ მეორე მხრიდანაც … წყარო: http://www.mzareuli.com/

შამფურზე შემწვარი წიწილა

გაწმენდილი, გარეცხილი წიწილის კუჭ-ღვიძლი, ფეხები და თავი ჩავდოთ მისივე მუცლის ღრუში, წავუსვათ მარილი, ავაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე; შამფური ვატრიალოთ ნელა. … წყარო: http://www.mzareuli.com/

შემწვარი წიწილა სულგუნით

გასუფთავებული, გარეცხილი და მარილმოყრილი წიწილის მუცლის ღრუ გამოვტენოთ წვრილად დაჭრილი სულგუნით. გავკეროთ ძაფით, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შეწვის დროს ხანგამოშვებით წავუსვათ ერბოში არეული ბროწეულის წვენი. როცა მზად იქნება, ძაფები მოვაცილოთ, დავჭრათ და ისე მივიტანოთ სუფრაზე. მასალა: წიწილა ერბო – 20 გრამი სულგუნი – 100 გრამი ბროწეული, მარილი – გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/

შიგნეულით გატენილი შემწვარი წიწილა

წიწილის კუჭმაჭი მოვხარშოთ, წვრილად დავჭრათ, მივუმატოთ დაჭრილი ხახვი, ტარხუნა, ოხრახუში, რეჰანი, დავდოთ ტაფაზე, დავასხათ გამდნარი ერბო, დავაყაროთ დანაყილი დარიჩინი, მარილი, ერთად ავურიოთ და მოვშუშოთ. მასალით ამოვუვსოთ წიწილას მუცელი, ძაფით შევკეროთ, ჩავდოთ ღრმა ტაფაში, დავახუროთ სახურავი და შევწვათ. მასალა: წიწილა მწვანილი, ხახვი – 5 ძირი ტარხუნა – 2 ძირი ოხრახუში – 3 ძირი რეჰანი – 2

Read More

შემწვარი წიწილა ნიგვზით და ნივრით

გასუფთავებული, გარეცხილი წიწილა შევწვათ ტაბაკად. ნიგოზი ნიორთან და მარილთან ერთად კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ადუღებულ ცივ წყალში. ცხელ-ცხელი შემწვარი წიწილა ნაჭრებად დავჭრათ, დავაწყოთ ლანგარზე და დავასხათ ზევიდან ნიგოზ-ნივრიანი საწებელი. მასალა: წიწილა ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა წყალი – 2 ჩაის ჭიქა ნიორი – 6 – 7 კბილი მარილი გემოვნებით … წყარო: http://www.mzareuli.com/