Category Archives: კატეგორიის გარეშე

ჭარხალი ნიგვზით

500 გრ ჭარხალი, 1/2 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 2-3 კბილი ნიორი, 1/4 ჩაის ჭიქა ღვინის ძმარი, ქინძი, ოხრახუში, წიწაკა და მარილი – გემოვნებით. ჭარხალი მოვხარშოთ, გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. ნიგოზი, მარილი, ქინძი, 1 კბილი ნიორი დავნაყოთ ერთად. დავამატოთ დანაყილი ნიორი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი, გავხსნათ ღვინის ძმრით, მიღებულ მასას შევურიოთ ჭარხალი, გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ოხრახუშით.

Read More

კარტოფილი ნიგვზით

500 გრ კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 3/4 ჩაის ჭიქა ნიგოზი, 1-2 კბილი ნიორი, ღვინის ძმარი, ოხრახუში, ქინძი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით. კარტოფილი გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ პატარ-პატარა ოთხკუთხედებად. ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, მარილი დავნაყოთ ერთად, გავხსნათ ღვინის ძმრით, ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კარტოფილი. გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ოხრახუშით. … წყარო: http://www.mzareuli.com/

მოშუშული სტაფილო შავი ქლიავით

30 გრ დაჭრილი სტაფილო, 150 გრ შავი ქლიავის ჩირი და 400 მლ წყალი, 30გრ მარგარინი, 250 გრ ბრინჯი, 30 გრ შაქარი, მარილი – გემოვნებით. სტაფილო დავფხიკოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა კუბებად, ოდნავ მოვშუშოთ. შავი ქლიავის ჩირი გავრეცხოთ, დავასხათ ადუღებული წყალი, დავამატოთ შაქარი, ვხარშოთ შერბილებამდე და ამოვიღოთ ნახარშიდან. შავი ქლიავის ნახარშში ჩავდოთ სტაფილო, გადარჩეული და გარეცხილი ბრინჯი,

Read More

მოშუშული კომბოსტოს მწნილი სოკოთი

1 კგ კომბოსტოს მწნილი, 150 მლ სოკოს ნახარში, 60 გრ სოკო, 100 გრ დაჭრილი თავი ხახვი, 50 გრ მარგარინი ან სამარხვო კარაქი, 50 გრ ფქვილი, 150 გრ სამარხვო მაიონეზი, დაფქული პილპილი, ოხრახუში, მარილი – გემოვნებით. კომბოსტოს მწნილი გავწუროთ; თუ ძალიან მჟავეა, გადავავლოთ წყალი, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ სოკოს ნახარში, მოვშუშოთ ნახევრად მზადყოფნამდე. ცალკე შევწვათ დაჭრილი თავი

Read More

მოშუშული კარტოფილი ბოსტნეულით

1 კგ გათლილი კარტოფილი, 100 გრ დაფხეკილი სტაფილო, 400 მლ წყალი, 50 გრ თავი ხახვი, 50 გრ მარგარინი, დაფნის ფოთოლი, რამდენიმე მარცვალი პილპილი, ოხრახუში, მარილი – გემოვნებით. კარტოფილი გავთალოთ, სტაფილო დავფხიკოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად ან პატარა კუბებად, ჩავალაგოთ სქელძირიან ქვაბში, დავასხათ წყალი, დავახუროთ სახურავი და მოვხარშოთ. ხარშვის დასასრულს დავამატოთ შემწვარი ხახვი, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი

Read More

სოიას კატლეტი

1 კგ სოია, 300 გრ პური, 2-3 თავი ხახვი, 200 გრ ზეთი, 2-3 კბილი ნიორი, ორცხობილას საფანელი ან ფქვილი, ოხრახუში, ქინძი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით. გადარჩეული და გარეცხილი სოია მოვათავსოთ მინანქრიან ჭურჭელში, დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 30-40 წუთი. გაჯირჯვებული სოია გადავიტანოთ თუშფალანგზე, გავწუროთ ხელით. გაწურული სოია დამბალ პურთან, ხახვთან, ნიორთან და მწვანილთან ერთად

Read More

შემწვარი კარტოფილი ხახვით და სოკოთი

1 კგ შემწვარი კარტოფილი, 100 გრ შემწვარი ხახვი, 200 გრ შემწვარი სოკო, 40 გრ ზეთი, 200 გრ კიტრი ან პომიდორი, ოხრახუში ან კამა, მარილი – გემოვნებით. თავი ხახვი გავფცქვნათ, გავრეცხოთ, დავჭრათ ალყა-ალყა და დავდოთ გახურებულ, ცხიმიან ტაფაზე. შევწვათ ოქროსფერ შეფერილობამდე. დავამატოთ დაჭრილი, მოხარშული სოკო, მოვაყაროთ მარილი და ყველაფერი შევწვათ. წინა რეცეპტის მიხედვით შემწვარი კარტოფილი გადავიტანოთ

Read More

შემწვარი კარტოფილი

1,5 კგ შემწვარი კარტოფილი, 100 გრ ზეთი, 50 გრ მარგარინი, ოხრახუში ან კამა, მარილი – გემოვნებით. კარტოფილი გავთალოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ ძელაკისებურად. გახურებულ ტაფაზე დავდოთ ცხიმი, როგორც კი გაჩნდება ოდნავ შესამჩნევი კვამლი, დავაწყოთ ზედ ნაჭრის ხელსახოცით შემშრალებული კარტოფილის ნაჭრები, შევწვათ, ვაბრუნოთ მუდმივად. მზა კარტოფილს მოვაყაროთ მარილი, კარგად გადავურიოთ. გადავიტანოთ სინზე ან თეფშზე, მოვასხათ გამდნარი მარგარინი ან

Read More

კომბოსტოს გულსართი

2 კგ კომბოსტო, 2 თავი ხახვი, 0,5 ჩაის ჭიქა ზეთი, კამა, შავი პილპილი, მარილი-გემოვნებით. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში. შევურიოთ ჩალისებურად დაჭრილი კომბოსტო და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე. როცა ჩაითუთქება, დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა. შევაზავოთ მარილითა და შავი პილპილით. … წყარო: http://www.mzareuli.com/

სოკოს გულსართი

800 გრ სოკო, 2 თავი ხახვი, 1/2 ჩაის ჭიქა ზეთი, შავი პილპილი, მარილი-გემოვნებით. ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შევურიოთ დაჭრილი სოკო და მოვშუშოთ ერთად. შევაზავოთ მარილითა და პილპილით. … წყარო: http://www.mzareuli.com/