Category Archives: კულინარია

ცხვრის გულ-ღვიძლის ყაურმა

ერთი ცხვრის გულ-ღვიძლი თავისი ფარით კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ ნაჭრებად. ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავუმატოთ დაჭრილი გულ-ღვიძლი თავისი ფარით და კარგად მოვხრაკოთ ნელ ცეცხლზე. როცა აღნიშნული მასალა მოიხრაკება, დავუმატოთ მარილი, დანაყილი პილპილი, წვრილად დაჭრილი ტარხუნა, ათი წუთი კიდევ ვხრაკოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მასალა: გულ-ღვიძლი და ფარი – 1 ცხვრის ხახვი – 4-5 თავი ტარხუნა –

Read More

ცხვრის მოხრაკული გულ-ღვიძლი კვერცხით

ცხვრის გულ-ღვიძლი და ფილტვი გავრეცხოთ, დავკეპოთ წვრილად, დავუმატოთ ძალიან წვრილად დაკეპილი ხახვი, პილპილი, მარილი, კარგად გათქვეფილი 2-3 კვერცხი, ერთმანეთში ავურიოთ და მოვათავსოთ ერბომოსხმულ ცხელ ტაფაზე. როცა ერთი მხარე შეიწვება, გადავაბრუნოთ და შევწვათ მეორე მხარეც. მასალა: ცხვრის გულ-ღვიძლი, ფილტვი – 1 კილოგრამი ხახვი – 3-4 თავი კვერცხი – 3-4 ცალი პილპილი, მარილი – გემოვნებით … წყარო:

Read More

ღვიძლი ბროწეულის წვენით

გასუფთავებული, გარეცხილი ღვიძლი ერთი სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ცხიმიან, ცხელ ტაფაზე. ბროწეულის წვენში ავურიოთ მარილი, დანაყილი წიწაკა და ძალიან წვრილად დაჭრილი ქინძი. შემწვარი ქინძი ლანგარზე დავაწყოთ, დავასხათ შეწვის დროს გამოყოფილი სიმსუქნე და შეზავებული წვენი. მასალა: ღვიძლი – 1 კილოგრამი ცხიმი – 3-4 სუფრის კოვზი ბროწეულის წვენი – ჩაის ჭიქა ქინძი –

Read More

ღორის კუჭმაჭი

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭმაჭი (ღვიძლი, გული, ელენთა, ფილტვი) დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ცხიმში მოვშუშოთ. ხახვი დავჭრათ, დავუმატოთ კუჭმაჭს და კარგად მოვხრაკოთ თავისივე გამოყოფილ ცხიმში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, წიწაკით, ქონდარით (შეიძლება ხმელი ქონდარიც), ქინძით. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული. მასალა: კუჭმაჭი – 1 კილოგრამი ღორის ქონი – 200 გრამი ხახვი – 5-6

Read More

გოჭის კუჭმაჭი ნიგვზით

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭმაჭი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, გავაცივოთ და დავჭრათ წვრილ ოთხკუთხედ ნაჭრებად. ავურიოთ წმინდად დაჭრილი ხახვი, ქონდარი. დავნაყოთ ნიგოზი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ქინძი, (ხმელი) სუნელი, ნიორი, გავხსნათ ბულიონში, დავამატოთ ძმარი (ან ბროწეულის წვენი), მარილი და ავურიოთ მოხარშულ კუჭმაჭში. თუ კუჭმაჭი ძალიან მშრალი გამოვიდა, დავამატოთ ბულიონი. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ

Read More

შემწვარი ღორის ხორცი

მსუქანი ღორის ხორცის მთლიანი ნაჭერი გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი, მოვათავსოთ ტაფაზე (მსუქანი ზემოთ) და შევდგათ ღუმელში შესაწვავად. დროდადრო ზემოდან დავასხათ მისგანვე გამოშვებული წვენი. შეწვის დროს დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და წყალში დამბალი შინდის ჩურჩა. შემწვარი ღორის ხორცი ნაჭრებად დავჭრათ, ლამაზად დავაწყოთ ლანგარზე, მოვუწყოთ შემწვარი კარტოფილი და ზემოდან მოვასხათ თავისივე წვენი. … წყარო: http://www.mzareuli.com/

შემწვარი, დაკეპილი ხორცი პამიდვრით

საქონლის გარეცხილი ხორცის რბილი ნაჭერი დავკეპოთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. წინასწარ წყალში დამბალი და გაწურული პურის გული, დაჭრილი კარტოფილი, ოხრახუში, ხახვი, ნიორი ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ავურიოთ შიგ წყალი, მარილი, პილპილი, დანაყილი მიხაკდარიჩინი, უმი კვერცხი და კოვზით კარგად ავზილოთ. მიღებული მასალისაგან პატარ-პატარა მოგრძო მოყვანილობის ლილვაკები გავაკეთოთ, პურის ფქვილში ამოვავლოთ და ერბოიან ცხელ ტაფაზე შევწვათ. პამდორი

Read More

მოხრაკული, დაკეპილი ხორცი კვერცხით

ძროხის ან ცხვრის გარეცხილი ხორცის რბილი დაჭერი და ხახვი გავატაროთ მსხვილბადიან ხორცსაკეპ მანქანაში. დავასხათ წყალი ან ბულიონი, მოვათავსოთ ტაფაზე და მოვშუშოთ. დავუმატოთ ცხიმი, შევაზავოთ მარილით, პილპილით, დანაყილი წიწაკით და წვრილად დაჭრილი ოხრახუშით, ტარხუნით; ზემოდან დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და როცა შეიწვება, სუფრაზე ცხელ-ცხელი მივიტანოთ ტაფით. მასალა: ძროხის ან ცხვრის ხორცი – 1 კილოგრამი წყალი ან

Read More

ძროხის ენა არაჟნით (ქართულად)

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ენა მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ცხელი წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, დაახლოებით 2 საათი. მოხარშული ენა ამოვიღოთ ბულიონიდან, გადავავლოთ ცივი წყალი, მოვაცილოთ კანი და დავჭრათ თხელ, წვრილ ნაჭრებად. კარაქში კარგად მოვშუშოთ ხახვი, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ენა, პურის ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა. დავამატოთ დაჭრილი პამიდორი (ან ტომატი), 5-10 წუთი დუღილის შემდეგ არაჟანი. შევაზავოთ ტარხუნით,

Read More

ძროხის ცურები კომშით

ძროხის ახალი, მსუქანი ცურები გავასუფთავოთ, დავჭრათ საშუალო სიდიდის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და ოდნავ დავზილოთ. ჩავალაგოთ დაბალ, ფართო ქვაბში, მოვაყაროთ დაჭრილი სტაფილო, ოხრახუშის ძირები, ხახვი, ნიორი, დაფნის ფოთოლი, დავასხათ გამდნარი კარაქი, დავახუროთ თავი და დავდგათ მოსაშჲშად. როდესაც ცურები წვენს დაიშრობს და ოდნავ გაწითლდება, დასარბილებლად დავამატოთ თეთრი ღვინო, შემდეგ დაჭრლი, თესლგაცლილი ახალი პამიდორი ან ტომატი. როცა მზად

Read More