Category Archives: კულინარია

ძროხის ან ცხვრის ხორცის ტოლმა ვაზის ფოთოლში გახვეული (მეორენაირად)

ვაზის ფოთოლი გავარჩიოთ, მოვაჭრათ ყუნწები, გავთუთქოთ მდუღარე მარილწყალში და გადავიტანოთ საწურზე. მსუქანი რბილი ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილ ხორცხ მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, ქონდარი, კამა), დამბალი ბრინჯი და ერთად ავურიოთ. ვაზის ფოთოლში შევახვიოთ თითო კაკლისოდენა გამზადებული ხორცი და ჩავაწყოთ ქვაბში ორ ფენად. შუაში და ზემოთ ჩავატანოთ

Read More

ზაფხულის ტოლმა

გარეცხილი ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, თავისი ქონით, ნაჭრებად დავჭრათ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, რეჰანი, ოხრახუში, ქინძი, პილპილი, ბრინჯი, მარილი და კარგად ავურიოთ. მწიფე პამიდორი დავჭრათ, წამოვადუღოთ 8-10 წუთი და გავხეხოთ საცერზე. საშუალო ზომის ბადრიჯანს მოვაჭრათ თავი, ჩავჭრათ ერთი მხრიდან, ამოვაცალოთ თესლი, ჩავაყაროთ ცოტა მარილი. ტკბილ წიწაკას მოვაჭრათ ზედა თავი, ამოვაცალოთ

Read More

ლულაქაბაბი

ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, დუმა, ხახვი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, კოწახურით, გათქვეფილი კვერცხით და ხელით კარგად ავურიოთ. დავნაყოთ ნაწილებად, დავამრგვალოთ, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. როცა შეიწვება, ფრთხილად მოვაცილოთ შამფურიდან, სათითაოდ შევახვიოთ ლავაშში და დავალაგოთ თეფშზე. ცალკე მივიტანოთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური. შეგვიძლია შემწვარი ლულაქაბაბი ლავაშში არ გავახვიოთ, დავაწყოთ თეფშზე,

Read More

ძროხის ხორცის გუფთა

მოხარშული ძროხის ხორცი, კარტოფილი, ნიგოზი, ოხრახუში ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, დანაყილი შავი პილპილით, გათქვეფილი კვერცხით და კარგად ავურიოთ. მიღებული მასალისაგან გავაკეთოთ მრგვალი მოყვანილობის ბრტყელი გუფთები, ამოვავლოთ ორცხობილაში და ერბოიან ტაფაში შევწვათ. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა. მასალა: მოხარშული ძროხის ხორცი – 500 გრამი კარტოფილი – 2 ცალი ნიგოზი – 2 ჩაის

Read More

ღორის შიგნეულისაგან მომზადებული კუპატი

ღორის ნაწლავები ჩამდინარე წყალზე გავრეცხოთ, შემდეგ შუაზე გავჭრათ სიგრძით და კიდევ კარგად გავრეცხოთ. ნაწლავებს სუფრის მარილი დავაყაროთ, კარგად გავწმინდოთ და თან ვრეცხოთ; შემდეგ სიმინდის ფქვილით გავასუფთავოთ და ვრეცხოთ. გასუფთავებული ნაწლავები დანარჩენ შიგნეულობასთან (გული, ღვიძლი, თირკმელები) ერთად მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ (ძალიან არ უნდა ჩაიხარშოს). დავნაყოთ წიწაკა, მარილი, ნიორი, ქონდარი, ქინძი (გამხმარი) და ერთმანეთში

Read More

ხორცის კუპატი

ავიღოთ გარეცხილი, მსუქანი ძროხის ხორცის, ან ღორის ხორცის რბილი ნაჭერი, ან მათი ნარევი და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილი ხორცი შევაზავოთ მარილით, დანაყილი პილპილით, კოწახურით, კარგად დავზილოთ, თან ცოტ-ცოტა ხორცის ბულიონი დავასხათ, რომ ხორცი ნაზი იყოს. ავიღოთ საქონლის გამხმარი ნაწლავი, კარგად გავრეცხოთ და დავალბოთ რბილ წყალში 10-15 წუთი. განიერძირიანი ძაბრი წამოვაცვათ ნაწლავებს და

Read More

ხბოს ხორცის კუპატი

ხბოს ხორცის კუპატი მზადდება ისევე, როგორც სხვა ხორცის კუპატი. აქაც საჭიროა წვრილად დაჭრილი ღორის ან ხბოს ქონი, ბულიონი, ბროწეული, ნიორი, ცოტა წიწაკა (შავი ან წითელი). კუპატი სუფრაზე შემწვარი უნდა მივიტანოთ. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ღორის ღვიძლის კუპატი იმერულად

ღორის ნაწლავები კარგად გავრეცხოთ, როგორც ზევით არის აღწერილი. ღორის ღვიძლს დავამატოთ დაახლოებით მისი წონის მეოთხედი მსუქანი ღორის ხორცი, დავჭრათ წვრილად, ერთი წუთით ჩავყაროთ მდუღარე წყალში, შემდეგ გავწუროთ, ჩავყაროთ ღრმა ტაფაში და თავის სიმსუქნეში მოვშუშოთ. როდესაც მზად იქნება, გადმოვდგათ და შევაზავოთ ხახვით, ნივრით, კოწახურით, ხმელი სუნელით, მარილით, დაფქული შავი პილპილით. ყველაფერი ეს კარგად ავუროთ, ჩავდოთ გასუფთავებულ

Read More

ღვიძლის ძეხვი თუშურად

ბატკნის ან ცხვრის ღვიძლი დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, პილპილი, მარილი და კარგად ავურიოთ. ავიღოთ ღვიძლის ფარი და დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად. თითოეულ ნაჭერში ტოლმისებურად შევახვიოთ ღვიძლის გულსართი. შეხვეული ძეხვები დავაწყოთ ცხელ ტაფაზე და შევწვათ ერბოში, ისე რომ ორივე მხრიდან კარგად დაიბრაწოს. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ რგოლებად, თხლად დაჭრილი ხახვი, კამა, ოხრახუში. ასეთივე წესით შეიძლება მომზადდეს

Read More

ფაშვის გარსში შეხვეული შემწვარი ხორცი პამიდვრის საწებლით

მსუქანი ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი და ხახვი ძალიან წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ პილპილი, მარილი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, კამა, გათქვეფილი კვერცხი და კარგად ავზილოთ. ასეთი წესით გამზადებული ხორცი მოვათავსოთ გასუფთავებულ, გარეცხილ ფაშვის გარსში და სევახვიოთ ისე, რომ შიგთავსი არ ჩანდეს. შემდეგ დავაწყოთ დაფაზე და კარგად შევწვათ. შეწვის დროს გამოყოფილი სიმსუქნე სუფთა ქვაბში გადავიტანოთ, დავუმატოთ წვრილად დაკეპილი

Read More