Category Archives: კულინარია

შამფურზე შემწვარი ბატკანი გულ ღვიძლით

ბატკნის გულ-ღვიძლი ძალიან წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ მარილი და ავურიოთ. გასუფთავებულ, გამოშიგნული, კარგად გარეცხილი ბატკნის მუცლის ღრუში მოვათავსოთ გამზადებული გულ-ღვიძლი, გავკეროთ ძაფით, წამოვაცვათ ხის შამფურზე, დავამაგროთ კანაფით და შევწვათ ნელ ნაკვერჩხალზე, თან ვატრიალოთ. ხანგამოშვებით ჯერ ვუსვათ მარილწყალი, ბოლოს გამდნარი ცხიმი. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ცხვრის ხორცი კომშით

მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ, გავრეცხოთ, დავასხათ იმდენი ცხელი წყალი, რომ ხორცს კარგად მოადგეს; ვადუღოთ, მოვხადოთ ქაფი; ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ ერბოში ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. ზევიდან დავაწყოთ თხლად დაჭრილი გათლილი კომში (კომში ტკბილი უნდა იყოს). ზედ დავასხათ ქვაბიდან ამოღებული წვენი და ვხარშოთ. როდესაც კომში და ხახვი მოიხარშება და ხორციც დარბილდება, ყველაფერი მოვათავსოთ ერთ ქვაბში. შევანელოთ მარილით, მიხაკდარიჩინით,

Read More

შემწვარი ცხვრის ხორცი ბადრიჯნითა და პამიდვრით

ბადრიჯანი სიგრძეზე ჩავჭრათ ისე, რომ ერთმანეთს არ მოშორდეს; წვრილად დაჭრილ დუმას მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვათავსოთ ბადრიჯანში. ცხვრის ბარკალი, ბეჭი, ან გვერდის ნაჭერი გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი, დავდოთ ტაფაზე, შემოვუწყოთ გამზადებული ბადრიჯანი, პამიდორი, ალყად დაჭრილი ხახვი და შევდგათ ღუმელში შესაწვავად. შეწვის დროს ხორცს დროგამოშვებით დავასხათ მისგანვე მიღებული წვენი. როცა ხორცი შეიწვება, გამოვიღოთ ღუმელიდან, დავჭრათ თხელ ნაჭრებად,

Read More

ხაშლამა

ახალგაზრდა მსუქანი საქონლის ხორცი დავჭრათ საშჲალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ კარგად, ჩავყაროთ ქვაბში და ვადუღოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები, ნივრის კბილები. როცა ხორცი კარგად მოიხარშება, შევაზავოთ მარილით. ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე, ზევიდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ბატკნის ხორცის ხაშლამა

ბატკნის ხორცი ნაჭრებად დავჭრათ და გავრეცხოთ. ქვაბში ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ, ჩავყაროთ მარილი, დაჭრილი ბატკნის ხორცი და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა ხორცი მოიხარშება, ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე ისე მივიტანოთ. ბატკნის ხორცი შეიძლება მოიხარშოს უმარილო წყალში და როცა ლანგარზე ამოვალაგებთ, მარილი ცხელ-ცხელს მოვაყაროთ. ასე მოხარშული ბატკნის ხორცის მიტანა სუფრაზე შეიძლება ლავაშში შეხვეული

Read More

ძროხის ბეჭი

ავიღოთ მთლიანი ძროხის ბეჭი საკნატელათი და გავრეცხოთ. შესაფერ ქვაბში წყალი ავადუღოთ, შევაზავოთ მარილით, მოვათავსოთ შიგ ბეჭი, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ბეჭი როცა მოიხარშება (არ უნდა ჩაიშალოს), ამოვიღოთ წვენიდან, მოვათავსოთ შესაფერ ლანგარზე და სუფრაზე მთლიანი მივიტანოთ, თან მოვაყოლოთ ტყემლის, მდოგვის ან სხვა საწებელი. … წყარო: http://www.mzareuli.com/

ხორცის ტოლმა

ხორცის რბილი ნაჭერი ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ მარილი პილპილი, უმი ბრინჯი, წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილი, გათქვეფილი კვერცხი და ერთად კარგად ავზილოთ. კომბოსტოს თავი სათითაო ფოთლებად დავარჩიოთ, მოვაჭრათ მაგარი ნაწილები, ჩავდოთ ადუღებულ წყალში და 3-5 წუთის განმავლობაში გავთუთქოთ. შემდეგ თითოეულ კომბოსტოს ფოთოლში შევახვიოთ გამზადებული ხორცის გუფთები, ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ ძვლებისაგან მიღებული ბულიონი ან

Read More

ძროხის ან ცხვრის ხორცის ტოლმა

ძროხის ან ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი და ხახვი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევაზავოთ მარილით, პილპილით, სხვადასხვა მწვანილებით (ქინძი, რეჰანი, ქონდარი, ტარხუნა, კამა), მოხარშული ბრინჯით და კარგად ავზილოთ. კომბოსტოს თავი სათითაო ფოთლებად დავარჩიოთ, ცავდოთ ადუღებულ წყალში და გავთუთქოთ. თითოეულ გათუთქულ კომბოსტოს ფოთოლში შევახვიოთ მომზადებული ხორცის გუფთები (დაახლოებით 2 სუფრის კოვზი), ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ ბულიონი, ან ცოტა

Read More

ტოლმა და დოლმერი

ტოლმა და დოლმერი ტოლმის შესახვევი აპარატი: ვიდეო, მოდელები, როგორ აირჩიოთ და სად შეიძინოთ. ასევე – ყველა სახის ტოლმის რეცეპტი. გისურვებთ გემრიელ ტოლმაობას! 1.  როგორ შევარჩიოთ და შევიძინოთ ტოლმის შესახვევი აპარატი (დოლმერი) მსოფლიოს წამყვანი  ინტერნეტ -მაღაზიებიდან? დააკლიკეთ ქვემოთ შესაბამის დასახელებაზე, და თქვენ გახვალთ ფილტრირებულ      და ფასდაკლებულ გვერდებზე: – ამაზონზე >>> – ალიექსპრესზე  >>> – ებაიზე  >>> ♦

Read More

ძროხის ან ცხვრის ხორცის ტოლმა ვაზის ფოთოლში გახვეული

ძროხის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ პილპილი, მარილი, კვერცხი, სხვადასხვა მწვანილი და კარგად ავზილოთ. ვაზის ფოთოლი გავაეჩიოთ, დავასხათ მდუღარე წყალი, წამოვადუღოთ ერთი პირი, ამოვალაგოთ და გავაცივოთ. თითო კაკლისოდენა გამზადებული ხორცი ვაზის ფოთოლში სათითაოდ შევახვიოთ, ცავალაგოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. როცა მოიხარშება, ამოვალაგოთ, დავაწყოთ ლანგარზე,

Read More